x
image
ნინო დვალაშვილი
პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა შეგზიზღდეთ!

image ჩვენ, ყოველდღიურად, სხვადასხვა პროდუქტს მივირთმევთ. თუმცა, ხშირად არც კი ვიცით, რისგან მზადდება ესა თუ ის პროდუქტი. ან მათი დამზადების წესთან დაკავშირებთ, მცადრი წარმოდგენა გვაქვს. ამ პროდუქტებიდან პირველ ადგილს იკავებს ბავშვებისთვის საყვარელი ჟელიბონი. იგი თავისი ფერადოვნებითა და სიგლუვით უამრავ მომხმარებელს იზიდავს. გარდა იმ ნივთირებებისა, რომელსაც თითქმის ყველა მზა პროდუქტი შეიცავს( წყალი, შაქარი, სხვადასხვა არომატიზატორი), ჟელიბონი შეიცავს ჟელატინს. ჟელატინი თავდაპირველად ყვითელი ფერისაა. იგი ღორის ან საქონლის იოგების, მყესებისა და ძვლებისგან მიიღება. ცხოველთა სხეულის ნაწილებს ასტერილებენ, შემდეგ 140 გრადუსზე ხარშავენ, ფქვავენ და იქამდე აშრობენ სანამ ყვითელი ფხვნილი არ მიიღება. image

მეორე ადგილს იკავებს კიბორჩხალის, იგივე კრაბის ჩხირები. ალბათ ყველა თქვენგანს დაუგემოვნებია კრაბის ჩხირებით მომზადებული სალათი. თუმცა, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ მასში კიბორჩხალის მაგივრად თევზი ურევია. იაპონელები ასეულობოთ წლების განმავლობაში ამზადებდნენ თეთრი თევზისგან მსგავს კერძებს, თუმცა ისინი დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ამიტომ, მე-20 საუკუნის დასასრულს მათ შექმნეს ახალი, გაცილებით მადისაღმძვრელი კრაბის ჩხირები. უკვე აღნიშნულ პროდუქტს დაამატეს : მარილი, სოიოს სოუსი, კვერცხის ფხვნილი, სხვადასხვა სანელებლები და არომატიზატორები. შეღებეს სტაფილოსფრად და უწოდეს კიბორჩხალის ჩხირები. image

მესამე ადგილზეა ენერგეტიკული სასმელი რედ ბული. იგი შეიცავს ისეთ დამატბობლებს, რომლებიც ზრდის გულ სისხლძარღვთა დაავდებების რისკს. რედ ბული ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს. მისმა ხშირმა მოხმარებამ, შესაძლოა დიარეა ან ნერვული აშლილობა გამოიწვიოს. image
მაშ ასე, მეოთხე ადგილი. თქვენი აზრით რა საერთო აქვთ პომადასა
და ცხვარს? გაგიკვირდებათ და მათ საერთო ნამდვილად აქვთ. ტუჩასცხის
ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია ლანოლინი, რომელიც ცხვრის მატყლის
გადამუშავების შედეგად მიიღება. იგი შეიცავს იზოქოლესტერინს, ქოლესტერინის
ეთერებს, ცხიმოვან მჟავებს. თავისი შემადგენლობით იგი ახლოს არის ადამიანის
კანთან და წარმოადგენს ოპტიმალურ დამატენიანებელ საშუალებას.
image


0
560
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0