x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო:თითიდან გამოწოვილი ლეგენდა
image სტატისტიკის მიხედვით გემების და საჰაერო ხომალდების კატასტროფები ბერმუდის სამკუთხედში არაფრით განსხვავდება დედამიწის სხვა ასეთივე გადატვირთული ტრასებზე მომხდარი კატასტროფებისგან.მეტიც, ბერმუდის სამკუთხედი პირველ ათეულშიც ვერ მოხვდა.


ბერმუდის სამკუთხედი ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად რჩება დედამიწის ზურგზე.მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების თანახმად, ამ ტერიტორიაზე(დაახლოებით 3 მლნ. კვადრატული კილომეტრი) გაურკვეველ ვითარებაში იკარგებიან გემები და თვითმფრინავები.


თუმცა ავსტრალიელი მეცნიერის კარლ კრუშლენიცის მტკიცებით, რომელიც სწავლობდა დოკუმენტებს ამ რაიონში კატასტროფების შესახებ აცხადებს, რომ ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო თითიდან გამოწოვილი ლეგენდაა.


ჯეკ ბეღურას პერიოდში კარიბის ზღვა მართლაც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, აცხადებს მკვლევარი.მაგრამ არავითარი მისტიკა აქ არ არსებობს.გემების გაქრობა მეკობრეთა ერას უკავშირდება, რომლებიც ამ რეგიონში დაძრწოდნენ, აქ გადიოდა იმ გემების გზები, რომლებსაც განძეულობა და საქონელი გადაჰქონდათ, რომელიც ამერიკის კონოლიზაციასთან იყო დაკავშირებული.რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ეს რეგიონი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდა მსოფლიოს სხვა წერტილებისგან.



ლეგენდა დაიბადა გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც 1945 წელს 5 ბომბდამშენი "ევენჯერი" დაიკარგა, რომლებიც ჰიდროთვითმფრინავის "მარინერის" საძებნად გააგზავნეს.


-დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ამ ისტორიაში მისტიური არაფერია-აღნიშნავს კრუშელნიცკი-საქმე შეეხება ბანალურ სამხედრო დომხალს, რომელიც ნათელს ფენს ამ საქმეს.14-იდან 13 პილოტი კურსანტი იყო, რომლებსაც სათანადო მომზადება არ ჰქონდათ, რაც შეეხება მათ მეთაურს ლეინტენატ ტეილორს, სამსახურში მძიმე ნაბახუსევი გამოცხადდა.ის ისე გაფრინდა, რომ ბორტზე კომპასიც კი არ ჰქონდა, აღსანიშნავია, რომ მან აქამდე უკვე ორჯერ დაკარგა ორიენტაცია ჰაერში და დიპეტჩერებმა სასწაულად შეძლეს მისი უკან დაბრუნება.

იმ დღესაც ტეილორმა უკან დაბრუნების დროს ვერ შეძლო სწორი კურის აღება, ამას დაემატა ცუდი ამინდიც, -შტორმი რა დროსაც ოკეანეში 15 მეტრიანი ტალღები წარმოიქმნა.მათ გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ.

რაც შეეხება "მარინერს", მისი ბედი გარკვეულია, ტანკერიდან, რომელიც ფლორიდის სანაპიროსთან იმყოფებოდა, გადმოსცეს, რომ ცაში რაღაც აფეთქდა, მალევე იმავე რაიონში წყალში აღმოაჩინეს ნავთის მოზრდილი ლაქა."მარინერს" ერთი უარყოფითი თვისება ჰქონდა, საწვავით გავსების დროს ორთქლი კაბინაში ხვდებოდა, ერთი პატარა ნაპერწკალიც კი თვითმფრინავის აფეთქებას იწვევდა.ასეთი შემთხვევები მანამდეც იყო დაფიქსირებული.

მიუხედავად ამისა, ამ ისტორიამ ბერმუდის სამკუთხედს დაუდო ლეგენდა, რომელიც აქტიურად აიტაცა პრესამ და აგერ 70 წელიწადია გრძელდება.



2013 წელს ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა(WWF) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები და დაასახელა მსოფლიოში 10 ყველაზე სახიფათო ადგილი ნაოსნობისთვის, ბერმუდის სამკუთხედი პირველ ათეულშიც ვერ მოხვდა.


რეიტინგს სათავეში ჩაუდგა მარჯნის სამკუთხედი, ამ გეომეტრიული ფიგურის წერტილებია იაპონია, ფიჯი და მალაიზია, სწორედ ამ ტერიტორიაზეა მთელი პლანეტის მარჯნის სამი მეოთხედი.ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე დაფიქსირდა საზღვო კატასტროფების რეკორდული რაოდენობა-293.


შედარებისთის: ბერმუდის სამკუთხედში 1800 წლიდან 2015 წლამდე კატასტროფა განიცადა 11-მა გემმა და 19-მა თვითმფრინავმა(1945-2017)


image




რაც შეეხება შემდეგ ყველაზე სახიფათო ადგილს, ეს გახლავთ იაპონია-კორეის სანაპირო (231 კატასტროფა). შემდეგი უკვე ჩვენთვის ყველაზე ახლობელი შავი ზღვა მოდის(229 კატასტროფა).


ათეულის ბოლო ადგილი უკავია პანამის არხს(52 კატასტროფა)



1
581
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
581
  
2017, 10 აგვისტო, 11:08
მეცნიერებმა დაამტკიცეს ექსპერიმენტებით, რომ ბერმუდის სამკუთხედში ხშირად ხდება უცნაური მოვლენა–ჩნდება ტურბულენტური ზონა ჰაერშიც და წყალზეც რაც იწვევს კატასტროფებს.
კატასტროფების მხრივ ბაბუაჩემის (შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო) ნათქვამი მახსოვს: შავი ზღვა ერთერთი ყველაზე საშიში ზღვაა შტორმის დროსო...
0 1 1