x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ჩამოვაშოროთ ქმარი საყვარელს?

image
როცა მამაკაცს ორი ქალი უყვარს ერთდროულად, ნამდვილად არ შეგშურდებათ მათი, რადგან ორივე უბედურია. ცოლს ეჭვიანობა აწამებს, საყვარელი კი წუხს, რომ სატრფო მხოლოდ მას არ ეკუთვნის. სტატისტიკის მიხედვით მამაკაცს ორ ფრონტზე ბრძოლა ერთ წელზე მეტ ხანს არ ძალუძს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი ქალიდან ერთ-ერთი უთუოდ გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო ჭკვიანურად მოიქცევა.

ნაცნობი სიტუაციაა, როცა კარგად იცით, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს. ისიც კი იცით, როდის მიდის მასთან, თუმცა ვერაფერს შვრებით.ქმარი გიმტკიცებთ, რომ თქვენ მისთვის ახლობელი და შინაური ხართ, ის კი სხვა საქმეა...

რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ თქვენ ქმარს შეუქმენით არა ოჯახური ცხოვრება, არამედ სანატორიუმი. თქვენ ურეცხავთ, უუთავებთ, უმზადებთ სადილს, საყვარელი კი სიყვარულსა და ყურადღებას არ აკლებს. თქვენი პრობლემა ისაა, რომ გეშინიათ არ მიგატოვოს.

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ გავთავისუფლდეთ ამ შიშისგან. ის ქალი(ცოლი ან საყვარელი) გაიმარჯვებს, რომელიც უფრო მაღალი წარმოდგენისაა თავის თავზე. გინდა გაიმარჯვო? აჩვენე, რომ მის გარეშეც შესანიშნავად იქნები. ჩვეულებრივ კაცები საყვარლებს ეუბნებიან, რომ არ შეუძლიათ გაექცნენ ვალდებულებას ოჯახის წინაშე. თქვენს ქმარს პანიკურად ეშინია, რომ არ იყოს დამნაშავე თქვენი და ბავშვების წინაშე.image

აგრძნობინეთ ქმარს, რომ თქვენც გაქვთ საკუთარი ინტერესები. ის ერთობა საყვარელთან? არ აკონტროლოთ, თქვენ გაატარეთ საღამო ბავშვებთან ერთად თეატრში, კინოში ან სტუმრად. ნუ დაელოდებით სახლში მის დაბრუნებას. ქმარი იგრძნობს, რომ ოჯახს შორდება და შეეცდება თქვენთან ყოფნას. აი, აქ კი წაუყენეთ ულტიმატუმი - "ან მე, ან ის". ამ შემთხვევაში თქვენი შანსი ბევრად მეტია ვიდრე საყვარლის.

მეორე სიტუაციაა, როცა ქმარს სთხოვთ საყვარელს თავი დაანებოს, ისიც გპირდებათ, თუმცა ყურსაც არ იბერტყავს. თქვენი ოჯახი კი დანგრევის პირასაა.

პირველ რიგში დავმშვიდდეთ და მივიღოთ ის ფაქტი, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს. თავის მხრივ საყვარელიც სთხოვს ურთიერთობის გარკვევას. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: გიყვართ კი ისევ ქმარი? თუ გიყვართ, მაშინ ღირს მისთვის ბრძოლა. მოემზადეთ საუბრისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მოაწყოთ სკანდალი. თუ ემოციები გძლევთ, დაწერეთ "შპარგალკა" დაახლოებით მსგავსი შინაარსით: "მე შენ მიყვარხარ და მინდა, რომ ორივე ბედნიერები ვიყოთ ერთად და არა მარტო მე. სიტუაცია რთულია, ჩემთვის ძნელია იმის გააზრება, რომ აღარ გიყვარვარ, თუმცა ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. მითხარი როგორ მოვიქცეთ და ა. შ." სკანდალის გარეშე მოსთხოვეთ მას როგორ ხედავს ამ სიტუაციას. იმის შეგნება, რომ არც თქვენსკენ ექაჩებით, არც ადანაშაულებთ, არც ეჩხუბებით, მიიყვანს იქამდე, რომ მოგიყვეთ რასაც ფიქრობს. თქვენ აუცილებლად უნდა მოუსმინოთ. ხშირად ცოლის დელიკატურობის შემდეგ ქმარი ამბობს, რომ მისი ურთიერთობა შემთხვევითია. ამის შემდეგაც არ გამართოთ ჩხუბი, მხოლოდ აგრძნობინეთ, რომ ძალიან განაწყენდით. დროთა გამნავლობაში ეს მოქმედება თავის როლს შეასრულებს. თქვენ უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებით, ვიდრე საყვარელი, რომელიც ცოლის მიტოვებას სთხოვს. ქმარიც იფიქრებს: "კისერიც მოუტეხია ამ ნევროზიანს, მე ხომ მშვენიერი ცოლი მყავს". ყველაზე უკეთესი კი ისაა, რომ ქმარს თავიდანვე არ დაშორდეთ. იყავით ერთ სულ და ერთ ხორცად. მაშინ ქმარიც ნაკლებად გაიხედავს სხვა ქალებისკენ.image

რატომ არიან ყავისფერთვალება ადამიანები სხვებზე უკეთესი

რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს

6 ოქროს წესი უბერებელი მზეთუნახავებისგან, რომლებიც ასაკის მიუხედავად შეუდარებელნი არიან

როგორ მოვიქცეთ რომ ის უთქვენოდ ვერ ძლებდეს (10 აუცილებელი რჩევა)

ეტიკეტის 18 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

0
437
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
437