x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
შურისძიება ირანულად
ამ შურისძიებას საშინელი შედეგები აქვს:ქიმიური დამწვრობა, მხედველობის დაკარგვა, საშინელი შრამები სახეზე და წართმეული მომავალი. ეს მჟავით დამწვრობაა, რომელმაც უამრავ ქალსა და ბავშვს დაუმახინჯა ცხოვრება. მჟავის გამოყენება “ურჩი" ქალების დასასჯელად ახალი ხილი არაა ირანში. მიზეზი: საქმროს ცოლობაზე უარი უთხრა, ქმართან გაყრა სურდა, ან უბრალოდ ოჯახური კონფლიქტი.

ირანელმა ფოტოგრაფმა ასგარ ქამსეჰმა პორტრეტების სერიაში ქალების ისტორია ასახა, რომლებიც ასეთი თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. მათ ფინანსური მხარდაჭერა და ოპერაციები ესაჭიროებათ. სამწუხაროდ, ირანში არაა არასამთავრობოები, რომლებიც მათ დაეხმარებოდნენ. ქალებს თვითონ უწევთ მძიმე დამწვრობასთან გამკლავება ან საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიმართავენ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება-რესურსი მწირია და ყველას ვერ ეხმარებიან.



შირინ მოჰამადი

image


18 წლის, თეირანიდან. 2012 წელს მან უარი უთხრა საქმროს ცოლობაზე, რაც საქმრომ შეურაცხყოფად მიიღო და შური იძია მჟავის შესხმით.ქალმა მარჯვენა თვალი და ყური დაკარგა, დაუმახინჯდა პირი და ხელები, დამწვრობა მიიღო სხეულის სხვადასხვა ადგილას. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესს კიდევ გადის.


რაანა ამრაი-38 წლის და ფატიმა ქალანდარი-8 წლის

image

რაანა და ფატიმა დედა-შვილი არიან, ჰორემაბადიდან. რაანას მაზლი დარწმუნებული იყო, რომ რაანამ მისი ცოლი გაყრაზე წააქეზა და შური “ოჯახის დამანგრეველსა" და მის შვილზე მჟავის შესხმით იძია.რაანას სახე, თვალები და ყელი დაეწვა, მის გოგონას კი ზურგი, ხელები და ხელისგულები.


მაჰნაზ ქაზემი

image

39 წლის, ქალაქ კუმიდან. ქმარი ხშირად სცემდა და ქალმა გადაწყვიტა გაყროდა. ქმარმა შური იძია, მჟავით დაუწვა სახე.


მასუმეჰ აჰაი

image

32 წლის, ისპაჰანიდან. 2008 წელს ქმარს გაშორდა. მამამთილმა შვილის მაგივრად იძია შური და მასუმეჰს მჟავა შეასხა. ქალმა ორივე თვალი დაკარგა და დამწვრობები მიიღო.


ზივარ ფარვინი

image

37 წლის.ქმრის გარდაცვალების შემდეგ მაზლმა ცოლობა სთხოვა და უარი მიიღო. მაზლმა, თავის პირველ ცოლთან ერთად, მჟავა გადაასხა ზივარს და მის 18 წლის გოგონას, იასრუს, როცა მათ ეძინათ. ზივარს მთელი სახე დაეწვა, მისი გოგონა კი გარდაიცვალა. ფოტოზე ზივარია, რომელსაც გარდაცვლილი ქალიშვილის სურათი უჭირავს.


მერიემ ზამანი-38 წლის და არეზო ჰაშემი ნიჯადი-13 წლის

image

ცხოვრობენ თეირანში.2010 წელს, მერიემის ძმის ცოლმა მძინარე ქალს და მის 3 ქალიშვილს მჟავა გადაასხა. მიზეზი უბრალოდ შური იყო.


სომაიე მეჰრი, 29 წლის

image

ბამიდან.მისი “დანაშაული" ისაა, რომ ქმართან სურდა გაყრა. საპასუხოდ კი მას და მის ქალიშვილს მჟავა გადაასხეს, 2011 წელს. 4 წლის შემდეგ, სომაიე გარდაიცვალა, ფოტოზე მისი ქალიშვილია, რომელსაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო უჭირავს ხელში.





2
647
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
647
  
2017, 17 აგვისტო, 10:48
ესენი მჟავას ასხამენ და მერე მაინც ცოცხლობელ ქალები. 83 წლის კაცი სამზარეულოში ცოლს ზურგიდან რო ესვრის და მოკლავს თოფით. 48 წლის კაცი 4 შვილის თვალწინ ცოლს რო ყელს გამოჭრის. ეს საქართველოში მოხდა, კიდევ ჩამოვთვალო? ვიცინოთ ირანელების სიბნელეზე, ვიცინოთ ...
2017, 10 აგვისტო, 8:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2