x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი VII )
image



- მთავრობისათვის მეფეთა გაუბედაობა იგივეა, რაც პარალიჩი სხეულის ასოებში.


- სულით ძლიერნი თავს არიდებენ ტკბობას, როგორც მეზღვაურნი - წყალქვეშა კლდეებს.


- ჩემი დაცემის შემდეგ ბედისწერას არაერთხელ უბრძანებია - მოკვდიო, მაგრამ ღირსება მიბრძანებდა, მეცოცხლა.



- მორალი სამკითხაო ხელოვნებაა, როგორც ყვავილების მეცნიერება, მაგრამ სწორედ ის გვევლინება უზენაესი გონების გამოხატულებად.


- ყოველივე ის, რაც ფიზიკურად და მათემატიკურად არ ეყრდნობა ზუსტ საფუძველს, გონების მიერ უარყოფილი უნდა იყოს.


- გამოუსწორებელი ბრბო ყველგან ავლენს ერთსა და იმავე უგუნურ სულს.


- ყოველგვარი პარტიული თავყრილობა ბრიყვებისა და არამზადებისგან შედგება.


- მეფეს იზიზღებენ, როცა ის სუსტია და გაუბედავი, მაგრამ ეს გაცილებით უარესია, როცა მას მართავს უუნარო და უპატივცემულო მინისტრი.


- გენიოსზე იმის მიხედვით ვმსჯელობ, თუ როგორ გამოთქვამს თავის აზრს.


- საჭიროა ბუნება გენიოსს აძლევდეს საშუალებას მოხვდეს საჭირო ადგილას; მაგრამ ხშირად ის ვერ პოულობს სათანადო ადგილს, და გამხმარი თესლივით უნაყოფო რჩება.


- საფრანგეთი ამოუწურავია; ამის დასტური რუსეთთან ომის შემდეგ და 1815 წელს ვნახე. დაჰკარით მიწას და იქიდან მოგევლინებათ ფულიც და არმიაც. საფრანგეთს არასოდეს ეწევა დამონებული და დაყოფილი ქვეყნის ბედი.


- დაწერილია საკმარისზე მეტი, მე ვისურვებდი ნაკლებ წიგნს და მეტ საღ აზრს.


- მამაცი, მაგრამ გამოუცდელი ჯარისკაცები, - აი, გამარჯვების უტყუარი წინამძღვარი. მიუმატეთ მათ თითო ჭიქა არაყი, როცა საომრად გაუშვებთ, და თქვენ დარწმუნდებით მათ წარმატებაში.


- არ მიყვარს, როცა თავს იკატუნებენ, თითქოს ეზიზღებათ სიკვდილი; შეგეძლოს იმის ატანა, რაც გარდაუვალია - აი, უმნიშვნელოვანესი ადამიანური კანონი.


- მაკიაველი გვასწავლის, როგორ შეიძლება წარმატებით ვიომოთ. ჩემთვის კი მხოლოდ ერთი საშუალებაა საამისოდ - უძლიერესი უნდა იყო. ეს ფლორენციელი მდივანი სხვა არა არის რა, თუ არა პროფანი პოლიტიკაში.


- აქვე...


ნაპოლეონი ეკლესიას, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით უყურებდა როგორც საპოლიციო-სასულიერო იარაღს, რომელიც ხელს უწყობდა ხალხის მასების მართვა გამგეობის საქმეს.

0
195
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0