x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალებისგან
image

მძიმე მეტალები ჩვენს ორგანიზმში საკვებიდან, წყლიდან და ჰაერიდან ხვდება.მათი დაგროვება კი სხვადასხვა მძიმე დაავადებებს იწვევს. მძიმე მეტალების რიცხვს მენდელეევის ტაბულის 40-მდე ელემენტი მიეკუთვნება, მათ შორის:ტყვია, ქრომი, ნიკელი, თუთია და ა.შ. ტერმინი “ტოქსიკური" აქ არ გამოგვადგება, რადგან დასაშვებ ნორმაზე დიდი რაოდენობით - ყველაფერი ტოქსიკური შეიძლება იყოს.

ბუნებაში მძიმე მეტალები ტექნოლოგიური პროცესების შედეგად გაიფრქვევიან და აბინძურებენ ჰაერს, წყალს, ნიადაგს, მცენარეებს...


იმისთვის, რომ ორგანიზმიდან მძიმე მეტალები გამოდევნოთ:


1. მიირთვით ხილი.ხილი პექტინებს შეიცავს, რომელიც მძიმე მეტალების მარილების ადსორბციას ახდენს თავის ზედაპირზე.


2. მიირთვით ჭარხალი, მასში შემავალი ფლავანოიდები მძიმე მეტალს ინერტულ ნივთიერებად გარდაქმნის. კანიანად მოხარშული კარტოფილი იწოვს ტოქსინებს და ბუნებრივი გზით გამოაქვს ორგანიზმიდან.


3. სვით გვირილის, ქაცვის და ასკილის ნახარში. ისინი იცავენ უჯრედებს მძიმე მეტალის შეჭრისგან და ხელს უწყობენ მათ გამოდევნას.


4.მიირთვით რძის პროდუქტები, განსაკუთრებით კეფირი და მაწონი.


ექიმ იოშიმაკი ომურის გამოცდილება

მრავალ პაციენტზე დაკვირვების შედეგად, ამ ექიმმა აღმოაჩინა, რომ ქინძის მიღების შემდეგ, პაციენტების შარდში ვერცხლისწყლის შემცველობა იმატებდა, ანუ ქინძი ხელს უწყობდა ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდევნას.მოგვიანებით იაპონელებმა ეს საშუალება თაგვებზე გამოსცადეს, მათი ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის მიზნით და შედეგი უბრალოდ შესანიშნავი იყო.

კიდევ ერთი ექიმი დიტრიხ კლინგჰარდტი შესანიშნავად იყენებს ამ მცენარეს პაციენტებში, ტვინიდან მძიმე მეტალების გამოდევნის მიზნით. მისი თქმით, ქინძის დღიური დოზა 1 ჩაის კოვზია, ხოლო მკურნალობა 2-3 თვეს მაინც უნდა გაგრძელდეს.


სამკურნალო ჩაის რეცეპტი: დააქუცმაცეთ ქინძი, აიღეთ 8 ჩ.კ. და დაასხით 1ლ. მდუღარე წყალი. არ გამოიყენოთ მეტალის ჭურჭელი, თორემ ქინძი მეტალის იზოტოპებს პირდაპირ ხსნარში გამოათავისუფლებს.

0
255
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0