x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტომატი და საწებელი – ორი ერთში

image


ამ რეცეპტით ძალიან გემრიელი ტომატი მზადდება. ცოტა რთული მოსამზადებელია, მაგრამ არც იმდენად, რომ მის მომზადებაზე უარი ვთქვათ. ეს ტომატი შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ, წითელი ბილგარული წიწაკა კარგად რომ შემოვა (ქართული წიწაკა და არა უცხოური).

ტომატის მოსამზადებლად შემდეგი ჭურჭელი დაგჭირდებათ:


1. ემალირებული ქვაბი (დიდი);
2. ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს;
3. თუშფალანგი (ნახვრეტებიანი ჯამი), ალუმინის ან ემალირებული;
4. ემალირებული ვედრო;
5. ოთხკუთხედი კოვზე, ან ქაფქირი, რომ ქვაბის ძირზე კარგად მოუსვათ;
6. რეზინის ხელთათმანები.

image

მასალა:


შენიშვნა: ქვემოთ მოცემული მასალით, 20-25 ლ. ტომატი გამოდის. თქვენ შეგიძლიათ პროპორციულად შეამციროთ ან გაადიდოთ მასალის რაოდენობა.


* პომიდორი - 30 კგ.
* წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ. (დაგჭირდებათ პროცესის დაწყებიდან, 2-3 დღის შემდეგ);
* ნიორი, დაფქული მწარე წიწაკა, დაფქული ქინძი, უცხო სუნელი და მარილი - გემოვნებით.

image

მომზადება:

image

1. გარეცხეთ პომიდორი, შუაზე გაჭერით, ამოაჭერით ყუნწის მიმაგრების ადგილი და ჩაყარეთ ემალირებულ ქვაბში. ჩაჭრილი პომიდორი იმდენი უნდა იყოს, რომ ქვაბში მჭიდროდ იყოს მოთავსებული. დაახურეთ სახურავი.
2. 2-3 დღის შემდეგ, პომისორი თეთრ ნადებს გაიკეთებს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ტომატის კეთების პროცესი უნდა გაგრძელდეს.
შენიშვნა: აქ დასახელებულ დღეების რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლებელია თეთრი ნადები უფრო ადრეც გაუჩნდეს. ყველაფერი ჰაერის ტემპერატურაზე და პომიდორზე არის დამოკიდებული. ამიტომ, ხშირ-ხშირად ჩაიხედეთ ქვაბში.
3. ხელით გააკეთეთ ღრმული ქვაბის მთელ სიგრძეზე. ღრმულში პომიდვრიდან გამოყოფილი სითხე დაიწყებს დაგროვებას. ეს სითხე ამოიღეთ ჭიქით და გადაღვარეთ.
4. თუშფალანგი დადეთ ემალირებულ ვედროზე და ქვაბში დარჩენილი პომიდორი გახეხეთ, იქამდე ვიდრე თუშფალანგში პომიდვრის კანი არ დარჩება.
5. გახეხილი მასა ჩაასხით ალუმინის ქვაბში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გასქელებამდე, თან დროდადრო ურიეთ, ძირიდან ზემოთკე. მორევისას, ქვაბს ძირი კარგად მოუფხიკეთ, რომ არ მიიწვას.
6. პომიდვრის დუღილის პარალელურად, უნდა გარეცხოთ ბულგარული წიწაკა, გაიკეთოთ სქელი რეზინის ხელთათმანები და გაასუფთაოთ წიწაკა (მოაცილეთ ყუნწები და შიგთავსი). გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და უკვე შესქელებული პომიდვრის მასას დაუმატეთ. კარგად ამოურიეთ.
შენიშვნა: პომიდვრის მასის გასქელებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, შეგიძლიათ ცეცხლი გათიშოთ და მანქანაში გატარებული წიწაკა მეორე დღეს დაუმატოთ. წიწაკა შეგიძლიათ ცივ პომიდვრის მასას შეურიოთ ან აადუღოთ და შემდეგ შეურიოთ.
7. წიწაკის დამატების შემდეგ, მასა გათხელდება. ადუღეთ მანამდე, სანამ ქვაბში მოთავსებული მასა ისევ არ შესქელდება (დროდადრო მორევა არ დაგავიწყდეთ).
8. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი (დაახლოებით, 0, 5 კგ-ს ფარგლებში), სანელებლები და მარილი.
9. ადუღეთ 20 წუთი.
10. როდესაც ტომატი მზად იქნება, ცეცხლი არ გათიშოთ, ისე ჩაასხით ქილებში.
ქილა ტომატის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე გააჩერეთ 30 წამი, ქილა რომ არ გასკდეს. ამის შემდეგ, ჩაასხით და თუნუქის სახურავი დაახურეთ.
11. მოხუფვა მას შემდეგ დაიწყეთ, ტომატის მასას რომ გაანაწილებთ ქილებში. პირველად ის ქილა მოხუფეთ, რომელშიც პირველად ჩაასხით ტომატი.

image

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageდაკონსერვებული პომიდორი, ზამთარში გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად

სასარგებლო ვიტამინებიანი საწებელი ნებისმიერი მშრალი კერძისთვის

რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image



0
1254
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0