x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფეხების 9 პრობლემა,რომლებიც შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდნენ
image

დამღლელი სამუშაო დღე, არასწორი კვება, წნევის ცვალებადობა-ამ ყველაფერმა შესაძლოა ქვედა კიდურების ტკივილი გამოიწვიონ, მაგრამ ზოგჯერ ფეხებთან დაკავშირებულ პრობლემები შესაძლოა რომელიმე ორგანოს უკავშირდებოდნენ.ამ შემთხვევაში, პრობლემები ქვედა კიდურებზე ასე აისახება


თირკმლის დაავადებები

სიმპტომები: ფეხების შეშუპება და “ელექტრო" ტკივილი.



როცა თირკმელები ცუდად მუშაობენ, სითხე ორგანიზმში გროვდება და კიდურების შეშუპებას იწვევს. ამ დაავადებაზე მიანიშნებს თვალების ირგვლივ შეშუპებაც და დენის დარტყმისებური ტკივილი ქვედა კიდურებში.


ვენური უკმარისობა

image

სიმპტომები:შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, პიგმენტაცია.


ვენური უკმარისობის დროს ირღვევა სისხლის მიწოდება კიდურებიდან გულისკენ, შედეგად ვითარდება შეშუპება, რომელიც უფრო მკაფიოდ კოჭებთანაა გამოხატული.თან ახლავს პიგმენტაცია და სიმძიმის შეგრძნება.


გულის უკმარისობა

სიმპტომები:შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება


ამ დროს გული კიდურებიდან სისხლის გადაქაჩვას ვეღარ ახერხებს, შედეგად ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება.


თრომბოზი

სიმპტომები:შეშუპება, ქვედა კიდურების მომატებული ტემპერატურა, კანის ფერის შეცვლა, ტკივილი, დაღლილობა.


რამდენადაც თრომბოზი საშიში მოვლენაა, აუცილებელია ამ სიმპტომებისთანავე ან მხოლოდ ფეხების შეშუპებისასაც ექიმს მიმართოთ სწორი დიაგნოზისთვის.


ღვიძლის პრობლემები

image

სიმპტომები:შეშუპება, კაპილარების გაჩენა, დაღლილობა.


ღვიძლის დაავადებები ადრეულ სტადიაზე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ქვედა კიდურებზე დაკვირვებით. როცა ღვიძლის პრობლემები გვაქვს, ქვედა კიდურებზე ვარსკვლავისებური კაპილარები ჩნდებიან.


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

სიმპტომები:შეშუპება, სპაზმები, სიცივის შეგრძნება.


ქვედა კიდურების მდგომარეობით ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაც შეიძლება განისაზღვროს. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს სიმპტომები ჰიპოთირეოზის დროს.


ათეროსკლეროზი

სიმპტომები: ფერმკრთალი კანი, ტკივილი, კუნთების სისუსტე.


ამ დროს კიდურებს საკმარისი სისხლი არ მიეწოდება, რაც კანის სიფერმკრთალეს და ტკივილს იწვევს.ათეროსკლეროზს ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, არადა შესაძლოა სერიოზული გართულებები მოყვეს.


დიაბეტი

image

სიმპტომები:ჭრილობები დიდხანს არ ხორცდება, ფეხები კარგავენ ტკივილის შეგრძნებას.


დიაბეტის დროს, სულ მცირე ნკაერიც კი შესაძლოა გართულდეს, ამიტომ აუცილებლად თავიდანვე მიაქციეთ ყურადღება სულ უმნიშვნელო ნაკაწრსაც კი. დიაბეტის დროს ქვედა კიდურებზე ნერვული დაბოლოებები ზიანდება, ამიტომ გართულებულ ჭრილობას და ტკივილს ვერ გრძნობენ.


ფეხმძიმობა

სიმპტომები:შეშუპება, სისუსტე, სპაზმები


ფეხმძიმობა დაავადება არაა, მაგრამ სამედიცინო გზით დადგენამდე, ხშირად ეს ქვედა კიდურების მდგომარეობითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ.





0
8524
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
8524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0