x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალის 7 თვისება,რომელიც მამაკაცებს აღაფრთოვანებს
image

მოდა, სტილი და გარეგნობა მუდმივად იცვლება, მაგრამ თუ ქალს ეს 7 თვისება აქვს, ის ყველა დროში შეძლებს მამაკაცების მოხიბვლას.


1.თავდაჯერებულობა

საზოგადოებას წნეხში ჰყავს ქალი:როგორ უნდა ჩაიცვას, ისაუბროს, მოიქცეს და ა.შ. მაგრამ კაცებს ისეთი ქალი აღაფრთოვანებს, რომელსაც ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნია და ბრმად არ მისდევს დადგენილ ნორმებს.



ქალი, რომელმაც იცის რომ მიმზიდველია და ამას არ მალავს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში მოექცევა, რაც არ უნდა ჩაიცვას.


2.დამოუკიდებლობა

ახირებებში, სითავხედესა და სოციოპათიაში არ აგერიოთ. დამოუკიდებელ ქალში მოიაზრება, რომ დამოუკიდებლად ზრუნავთ საკუთარ თავზე და წყვეტთ ცხოვრებისეულ პრობლემებს. ქალი, რომელიც სასოწარკვეთაში ვარდება ყოფითი პრობლემების გამო, კაცების აღფრთოვანებას ვერ გამოიწვევს. არავის უნდა გვერდით ისეთი ქალი, რომელიც ძიძად გაგრძნობინებთ თავს. პრინციპში, არც ქალებს სურთ გვერდით ასეთი პარტნიორი.


3.საკუთარი აზრის ქონა

კაცებს მოსწონთ, როცა ქალი სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად გამოთქვამს აზრს და არა “როგორც შენ იტყვი, ძვირფასო"-თი შემოიფარგლება ან სულაც უარესი, ჩუმადაა.. თავისუფლად და თამამად გამოთქვით აზრი, ესაუბრეთ, იკამათეთ. კაცები აფასებენ ისეთ თანამოსაუბრეს, რომელთანაც გულახდილად და თავისუფლად შეიძლება საუბარი.


4.ვნება

სექსზე არაა ლაპარაკი. უფრო სწორად, არა მხოლოდ მასზე. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ და რით ხართ გატაცებული:ვარჯიში, ჰობი, სამსახური... ყველას მოსწონს გვერდით ისეთი პარტნიორი, რომელიც გატაცებით უდგება საქმეს. ეს ყველას იპყრობს გარშემომყოფებიდან.


5.იამაყეთ საკუთარი თავით

თუ იცით თქვენი ძლიერი მხარეები, კარგად აკეთებთ რამეს და წარმატებებიც გაქვთ, უფლება გაქვთ ამით დაუფარავად იამაყოთ.

არაფერია იმაზე შემაღონებელი, როცა ქალი აღფრთოვანებას იმსახურებს, ის კი შეწუხებული სახით დადის: “ოჰ, კიდევ რამდენი რამ დამრჩა გასაკეთებელი..." შეჩერდით და თამამად მიიღეთ დამსახურებული ჯილდო და აღფრთოვანება.


6.გულწრფელობა

კაცები აფასებენ გულწრფელობას. გულწრფელობა ზრდის პატივისცემას, ნდობას და ამყარებს ურთიერთობას. მაშინაც კი, თუ საჩოთირო საკითხია, სჯობს გულწრფელად დაელაპარაკოთ ერთმანეთს, ვიდრე ჩუმად იყოთ.


7.ზრუნვა

ნუ აურევთ ზრუნვას მეურვეობასა თუ დედობრივ ზრუნვაში. ზრუნვა ერთმანეთის საჭიროებების დანახვას და მათ პატივისცემას გულისხმობს. ზრუნვა მხოლოდ ვახშმი მომზადება არაა. რთულ მომენტებში მის გვერდით დგომა, მეგობრულად საუბარი და ცოტა ხნით მარტო, საკუთარ თავთან დატოვებაც ზრუნვაა. და მთავარი, მასზე ზრუნვისას თქვენი თავი ნუ დაგავიწყდებათ. არავის უნდა თქვენი კომფორტი, თუ მოსაწყენ და დაღლილ ქალად იქცევით.



ეს პუნქტები კაცებისთვისაცაა.


თუ თქვენ ამ ყველაფერს გასცემთ და არაფერს იღებთ-მოგწყინდებათ.

თუ ყველაფერს იღებთ და არ გასცემთ-დაღლით.

და მხოლოდ თანაბარი გაცვლა აქცევს თქვენს ურთიერთობას ბედნიერად.

0
390
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0