x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი V )
image



- მე ყოველთვის ვკითხულობ მაკიაველის, როცა ნებას მაძლევენ სნეულებანი და საქმენი, და მაინც, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ის პროფანია.


- სარგებელი, ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ რომ უბიძგებს ხალხს, ენასა ჰგავს, რომელსაც ისინი სწავლობენ ისე, რომ არას დაგიდევენ გრამატიკას.


- წარმოიდგინეთ აღებული მოსკოვი, დამარცხებული რუსეთი, შემორიგებული ან მკვდარი მეფე და მითხარით, განა გაუჭირდება საფრანგეთის დიდ არმიას, ტიფლისის დამატებით ნაწილებთან ერთად, განგამდე მისვლა?!



- იმ დღეს, როცა ტახტიდან ჩამოგდებული მონარქები კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ სასახლეებს, მათ კეთილგონიერება ზღურბლს უკან დატოვეს.


- მე მგონია აზროვნების უნარი სულის კუთვნილება უნდა იყოს. რაც უფრო მეტ სრულქმნილებას იძენს გონება, მით უფრო სრულქმნილია სული, და ადამიანი მით უფრო პასუხისმგებელია მის მიერ ჩადენილ საქმეთა გამო.


- ერმა, ხალხმა, არმიამ, არც ერთმა ფრანგმა არ უნდა დაივიწყოს თავისი წარსული: იგი ხომ მათ დიდებას შეიცავდა!


- ადამიანებს უნდა მართავდე იმ სადავით, რომლითაც ახლა მართავენ, და არა იმით, უწინ რომ მართავდნენ.


- ჰანიბალს რომ გაეგო ჩემი გადასვლის შესახებ დიდი სენ-ბერნარის გზით, უბადრუკ წვრილმანად ჩათვლიდა თავის ალპიურ მოგზაურობას.


- მე ვუერთდები ეპიქტეტეს, რომელმაც თქვა: " როცა შენზე ცუდს ამბობენ და ეს მართალია, გამოსწორდი, ხოლო თუ ეს სიცრუეა, დასცინე ამას". მე მასწავლეს, არ გამაკვირვოს არაფერმა. დასასვენებლად შემდგარი ყურადღებას არ ვაქცევ ნაირ-ნაირ ფინიებს, შარაგზაზე რომ ყეფენ.


- ჩემს სიცოცხლეში არცთუ იშვიადათ შევმცდარვარ, მაგრამ ყველაზე მიუტევებელი ისაა, რომ ინგლისელებს ჩავბარდი: გადაჭარბებულად მწამდა მათი ერთგულება კანონისადმი.


- ჩემი მონარქობისას მოხდა ისე, რომ ვისარგებლე შეწყალების უფლებით, რასაც შემდეგ ყოველთვის ვნანობდი.


- ოციდან ცხრამეტ მათგანს, ვინც მბრძანებლობს, მორალი არ სწამს, მაგრამ დაინტერესებულია იმით, რომ ხალხმა ირწმუნოს, ძალაუფლებას ბოროტებისთვის როდი ვიყენებთო, - აი, რა ქმნის მათ წესიერ ადამიანებად.


- ხელმწიფე არასოდეს არ უნდა დაეცეს იმ უბედურებაზე დაბლა, რაც განუმზადებია მისთვის ბედს.


- არაფერი რიცხობრივად ისე არ ამრავლებს ბატალიონებს, როგორც წარმატება.


- ხელმწიფე, ხალხზე რომ ფიქრობს და მათ კეთილდღეობაზე აგებს საკუთარ ბედნიერებას, - რომელ რომანში შეიძლება ამისი ნახვა?


0
249
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0