x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დაწერილ ლექსს, რომელიც მივუძღვენი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირებს, ლექსის სახელწოდებაა "ბ ი ჭ ე ბ ი"

იღუპებიან ბიჭები,
ბიჭები ლომა ბიჭები,
თავს ზემოთ ძალა აღარ არს
მაგრამ თქვენ მაინც ირჯებით.
ქართველი არის ათასი,
რუსი არს ასი ათასი,
მოდის და აღარ სრულდება
ზვირთად ქცეული ნაკადი.
ქართველს მიწა აქვს სანგრადა,
დგას და უკან აღარ იძვრის,
რუსი კი თვითმფრინავიდან
ბომბავს და რაკეტას ისვრის.
შემოგვიცვივდნენ რუსები,
ტანკით საბრძოლო მანქნებით,
აიღეს ცხინვალ-გორია,
შიგ ატყდა დიდი ომია.
ნატო, გაერო ვინცა ხართ
გთხოვთ დაგვეხმაროთ ძალებით,
ჩვენ აღარ გვყოფნის მორალის
კითხვა და სიტყვა სამხნევი
იღუპებიან ბიჭები,
ბიჭები. ლომა ბიჭები
ძმები ერთმანეთს ტირიან,
გულის მომკვლელი ბიჭები...
სულ ყველას დიდი მადლობა
ვინც შეაჩერა რუსეთი,
გადაგვარჩინა ქართველნი;
კაცნი, ქალნი თუ ბავშვები...
მაგრამ... რაღა ვქნათ გვითხარით,
რომ დაგვეღუპნენ ბიჭები,
ძმები ერთმანეთს ტირიან,
გულის მომკვლელი ბიჭები...



ლევანი სიჭინავა




0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:მრ. სიჭი
მრ. სიჭი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0