x
image
Lerato
Mediator image
როგორ შევინარჩუნოთ სუნამოს არომატი მთელი დღის მანძილზე – 5 სასარგებლო რჩევა

გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები და თქვენი საყვარელი არომატი მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ!


თუ თქვენი სუნამოს არომატი მაღალი მდგრადობით არ გამოირჩევა, მისი "სიცოცხლე" შესაძლებელია გავახანგრძლივოთ რამდენიმე ხრიკის მეშვეობით, რის შედეგადაც არ მოგიწევთ სურნელის განახლება დღეში რამოდენიმეჯერ.


image


1. სუნამო შეისხურეთ ნოტიო და სუფთა კანზე


ნებისმიერი კონცენტრაციის არომატი მშრალ კანზე უფრო სწრაფად ქრება. ამიტომ, სანამ სუნამოს გამოიყენებთ, სუფთა წყლით მსუბუქად დაისველეთ ის ადგილები, სადაც თქვენი საყვარელი სუნამოს შესხურებას აპირებთ.

ამასთან, თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, კრემით დაიტენიანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპირტმა, რომელსაც სუნამო შეიცავს, შეუძლია გამოიწვიოს კანის აქერცვლა და სიწითლე.

კარგი იდეაა – სუნამოს გამოყენება მაშინვე შხაპისა და აბაზანის მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ გახსნილ ფორებში სურნელი უფრო კარგად აღწევს, შესაბამისად, უფრო გამყოლიც იქნება. ჩვეულებრივ კი, როდესაც კანზე დიდი რაოდენობით მკვდარი უჯრედია, სუნამოს არომატი რამდენიმე საათში ქრება.


2. მიაქციეთ ყურადღება კონცენტრაციას


შალის სამოსზე არამდგრადი არომატიც კი საკმაოდ დიდ ხანს გაძლებს. ამიტომ ზამთარში შეგიძლიათ ტუალეტის წყალი გამოიყენოთ და მთელი დღე სასიამოვნო სურნელით დატკბეთ. რაც შეეხება წელიწადის თბილ სეზონს, როდესაც უფრო მსუბუქ სამოსს ატარებთ, უმჯობესია იხმაროთ სუნამო ან პარფიუმერული წყალი.

ამას გარდა, უფრო მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ იმავე დასახელების ტანის პარფიუმერული ლოსიონი.


image



3. არ შეიზილოთ სუნამო კანში


სუნამოს არომატი სრულად რომ გაიხსნას, არ უნდა შეიზილოთ კანში – წინააღმდეგ შემთხვევაში პარფიუმერული პირამიდა დაირღვევა. ამ შემთხვევაში სურნელი არა თუ შეიცვლება, არამედ სწრაფად გაქრება. არომატი უნდა გაშრეს ბუნებრივი გზით, ამიტომ ის უნდა შეისხუროთ სასურველ ადგილას (უმჯობესია პულსაციის ზონებზე – ყურის უკანა მხარეს, მაჯისა და იდაყვის შიდა ნაწილზე, მუხლის უკანა მხარეს, ასევე, ყელსა და მკერდზე) და რაღაც დროის მანძილზე არ შეეხოთ სხეულის ამ ნაწილს.

4. სუნამო სწორედ შეინახეთ


სუნამოს ფლაკონი დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან და სინესტისგან (არ შეინახოთ სააბაზანოში), ამიტომაც ნუ იჩქარებთ მუყაოს ყუთის გადაგდებას, ან მოათავსეთ კარადაში, გრილ ადგილას სადაც მზის სხივები ვერ აღწევს.


image


5. გაითვალისწინეთ, რომ პარფიუმერული კომპოზიციის ნოტები სხვადასხვა მდგრადობით გამოირჩევა


უფრო ხანგრძლივად ჩერდება ე.წ. საბაზო ნოტები – მუშკის, სანდალოზის და მერქნის არომატი. რაც შეეხება ყვავილების, ზღვის და ზოგიერთი ხილის სუნამოებს – უკეთესის მოლოდინს გვიტოვებს. ამიტომ ყურადღებით შეისწავლეთ ნოტები, რომელიც თქვენს მიერ მოწონებული სუნამოს შემადგენლობაში შედის. ამას გარდა, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ყნოსვა ეჩვევა არომატს, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ვხმარობთ და შესაბამისად თანდათან კარგავს მისი სრულყოფილად შეგრძნობის უნარს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ სუნამოს სურნელი სწრაფად ქრება. სინამდვილეში კი ისეთივე მდგრადია, როგორც ადრე.

ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან – 6 რჩევა


10 სუნამო, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს ჭკუიდან გადაიყვანს


5 რჩევა – როგორ განვასხვავოთ ბრენდული სათვალე ყალბისგან


ფერთა შეხამება ინტერიერის დიზაინში – 40 კრეატიული სქემა


ავეჯი მანქანის ნაწილებისგან - 35 კრეატიული იდეა


80 კრეატიული კედლის დეკორაცია, რომელიც თქვენს სახლს ორიგინალურობას შესძენს


ხელსახოცების დაკეცვის 50 კრეატიული იდეა, რომელიც ელეგანტურობას შესძენს თქვენს სუფრას (ნაწილი II)


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


1
6535
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
6535
  
2017, 11 აგვისტო, 14:13
საინტერესო და სასარგებლოცაა...
0 1 1