x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ვნების ვერძები.
image



ვნებები ჩემნო,

მოგავხართ ვერძებს,

უსიყვარულოდ


ვერა ხართ, ვერ ძლებთ.

-

დაკაწრავთ ფხანწლებს,

როგორც ირემი,

თუ არ გყავთ იგი,

გადაირევით.

-

ველურები ხართ,

ურჩნი, შმაგები,

გასხედან მხრებზე

ქაჯ-ეშმაკები.

-

ელტვით საყვარელ

ქალის დალალებს,

თუ არ ეხლებით,

გოდებთ ვალალებთ.

-

გამშვიდებთ ოდენ

ტრფობის მორევი,

თუ ეფერებით,

თუ ეტოლებით.

-

თუ ბაგეს ბაგე,

სხეულს სხეული,

შეჯაჭვულია,

შემოხვეული.

-

მხოლოდ მაშინღა

პოულობთ შვებას,

ველური ჟინი

დგება, იშლება.

-

ო, ფეთიანო,

გიჟო ვერძებო,

სულ მდედრის გეში

უნდა ეძებოთ?


მიხეილ ღანიშაშვილი.

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0