x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი IV )
image



- გინდათ გაიგოთ, საიმედონი არიან თუ არა თქვენი მეგობრები? ამისთვის საჭიროა უბედურებაში ჩავარდეთ.


- თუ თქვენ ესწრაფვით უფრო ღრმად ჩასწვდეთ პოლიტიკისა და ომის ღრმა გაგებას, უნდა ეძებოთ ჭეშმარიტება, ჩასწვდეთ საზოგადოების საძირკველს, მატერიალურ წესრიგს კი მათთან შედარებით ყოველთვის თავისი ზღვარი აქვს.


- მმართველობაში არ უნდა იყოს სანახევრო პასუხისმგებლობა: მას გარდაუვალად მივყავართ გაფლანგვის დამალვისა და კანონის დარღვევისაკენ.



- არიან მეფენი, ვითომდა ხალხის კეთილდღეობაზე რომ ზრუნავენ, იმ იგავ-არაკის მგელივით, მწყემსად რომ გარდაისახა, რათა უკეთ მოესპო ცხვრები.


- ჩემი მთავრობა ძალიან მაღლა იყო აზიდული, რათა შეგვენიშნა ზამბარების ზადი, რომლებიც ამოძრავებდნენ მას. ასეა თუ ისე, მე თხუთმეტი წლის მანძილზე ვმართავდი ორმოცდაორ მილიონ ადამიანს უმრავლესობის ინტერესებისათვის და ყოველგვარი სერიოზული რყევის გარეშე.


- კარლოს დიდის დროიდან მოყოლებული ქვეითი ლაშქარი ყოველთვის სუსტი იყო. ჩემს არმიაში კი ვერ ნახავდით ფრანგ ჯარისკაცს, დარწმუნებული არ ყოფილიყო იმაში, რომ წინ აღდგომოდა მტერს და ვერ გაემარჯვა.


- საღი აზრი ქმნის ნიჭიერ ადამიანებს; თვითმოყვარეობა კი მხოლოდ ქარია, იალქნებს რომ ბერავს და პირდაპირ ნავსადგურისკენ მიაქანებს ხომალდს.


- ჭეშმარიტი გმირი ბრძოლის ველზე ჭადრაკს თამაშობს, მისი დაბოლოების მიუხედავად.


- მამაცს შეუძლია ყველაფერი გადაწყვიტოს, მაგრამ ყველაფერს ვერ მიიყვანს ბოლომდე.


- ამქვეყნად უამრავ ადამიანს წარმოუდგენია, რომ მმართველობის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალაუფლების საჭესთან დგანან.


- გამარჯვება ყოველთვის ქების ღირსია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მიგიძღვის მისკენ, - წარმატება თუ მთავარსარდლის ტალანტი.


- ადამიანის სული ჯერ კიდევ არ მომწიფებულა საიმისოდ, რომ მმართველნი აკეთებდნენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ, მართულნი კი იმას, რაც ნებავთ.


- თავისი უმეტესობით ესპანელი ხალხი ველურია, უხამსი და სასტიკი: იმ დროს, როცა მე ვბრძანე ადამიანურად მოპყრობოდნენ ტყვეებს ლიმოჟის, პერიგიუესა და მულენის ბანაკებში, ჩემს ჯარისკაცებს ხოცავდნენ, აწამებდნენ და მოწამეობრივი სიკვდილით კლავდნენ. გენერალ დიუპონის საკაპიტულაციო პირობები ისე სამარცხვინოდ იქნა დარღვეული, რომ შეიძლება არც კი მოიძებნოს მსგავსი მაგალითი ისტორიაში.


- სამშობლოს დასაღუპად ერთი არამზადაც საკმარისია. ამის მაგალითი ცოტა როდია ისტორიაში.


- ლამაზი ქალი თვალს ახარებს, კეთილი - გულის სიტკბოებაა. პირველი სათამაშოა, მეორე - საუნჯე.


- აქვე....


image


1815 წელს გამოცემულ ამ ნახატზე ბონაპარტისტული იებია გამოსახული. თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ შენიღბულ ნაპოლეონს, მის მეუღლეს (მარი ლუიზას) და მის ვაჟს (ნაპოლეონ ფრანსუა შარლ ჟოზეფს).

0
122
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0