x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
ქალს მარხავდნენ, როდესაც კუბოდან ახალშობილის ტირილის ხმა შემოესმათ

ცხოვრებაში ხან ისეთი რაღაც ხდება, რომლის ახსნა ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება და ფაქტიურად, შეუძლებელია. და ეს შემთხვევაც ერთ-ერთია, მათ შორის.

ტორონტოში (კანადა) უნიკალური შემთხვევა მოხდა — ბავშვი კუბოში დაიბადა. თავისთავად, შემთხვევა უნილკალურია და მას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს – სასწაული.


image


ყველაზე სამწუხარო ამ ისტორიაში ის არის, რომ 7 თვის ფეხმძიმე ქალი, რომელიც საავადმყოფოში მანქანით მიდიოდა, მართვაზე კონტროლი დაკარგა და საშინელ ავარიაში მოყვა. მას თავის ქალის და გულ-მკერდის არაერთი ტრამვა ჰქონდა მიღებული. ავარიის ადგილზე მისულმა ექიმებმა როგორც დედის, ისე ბავშვის გარდაცვალების ფაქტის კონსტატირება მოახდინეს. მეორე დღეს, დაკრძალვის დროს, მიცვალებულის კუბოს მიწაში ჩასვენების მომენტში, საფლავთან შეკრებილ ჭირისუფლებს, ახალშობილის ტირილის ხმა შემოესმათ... და ეს ხმა, საიდანღაც კი არა – კონკრეტულად კუბოდან ისმოდა!

რაოდენ გაკვირვებულები და შოკირებულები იყვნენ იქ მყოფები, როდესაც კუბო გახსნეს და მასში, გარდაცვლილ დესასთან ერთად, ცოცხალი ბავშვი დაინახეს!

ქალი 23 საათის წინ გარდაიცვალა და აქედან, 17 საათი მისი სხეული მორგის მაცივარში იყო. როგორ შეძლო ბავშმა, ჟანგბადის გარეშე, გადარჩენა — გაუგებარი არის. ექიმმა, რომელმაც ქალის სიკვდილის ფაქტი დაადასტურა, მომხდარის შესახებ განაცხადა: «22 წელია ექიმად ვმუშაობ… არ ვიცი ამას რა ვუწოდო, თუ არა სასწაული!».

image

image


გოგონა ძალიან სუსტი დაიბადა და 4 თვე ინკუბატორში იყო. ბავშვის სახელი და ოჯახის ვინაობა, უსაფრთხოების მიზნით, არ გახმაურებულა.

imageimageimageტქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* 3 ცოცხლად დამარხული ჩვილის ისტორია

* მოჩვენებამ პირობა შეასრულა (ნამდვილი ამბავი, რომლის მოწმე მთელი ქალაქი იყო)

* ამბავი, რომელმაც ექიმებიც კი შოკში ჩააგდო

* ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი? ები და ბრიტანი ჰენსელები – ყველაზე პოპულარული სიამის ტყუპები მსოფლიოში

* სიამის ტყუპებმა ერთმანეთი პირველად 13 თვის ასაკში დაინახეს (+ვიდეო)

3
737
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
737
  
16 აგვისტო, 11:16
17 საათი რო მიცვალებული მორგის მაცივარში იქნება იმის სხეულში ბავშვს როგო უნდა ეცოცხლა მით უმეტეს სისხლის ცირკულაცია შეჩერებულია, დავუშვათ რომ ნელა მოძრაობდა სისხლი, ჟანგბადს საიდან მიიღებდა ის სისხლი რომ ბავშვი ჭიპლარიდან გამოეკვება? ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
11 აგვისტო, 15:27
მუსულმანები მიცვალებულს გარდაცვალების II დღეს მარხავენ, ხოლო ებრაელები – იმავე დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, II დღეს.
რაც შეეხება გაკვეთას, შესაძლებელია, ოჯახი იყო წინააღმდეგი და ბავშვი დედას გაატანეს.
11 აგვისტო, 12:04
არარეალური ისტორიაა, ჯერ ერთი 23 საათის გარდაცვლილ ადამიანს არავინ ასაფლავებს მიტ უმეტეს თუ მორგში იყო და კვეთა არ გაუკეთეს, ისე გარდაცვალების ზუსტ ისტორიას ვერ დაწერდნენ.
0 1 3