x
მეტი
  • 12.12.2017
  • სტატია:71859
  • ვიდეო:325017
  • სურათი:427183
"ნარკოტიკით კვდებიან სახლში, ეზოში, ქალაქში, სოფელში... ამის მიზეზი არ არის კონკრეტული ფესტივალი..."-ნანუკა ჟორჟოლიანი

image
ჟურნალისტი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის გოგონას გარდაიცვალებას სოციალური ქსელით ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს. ნანუკა ჟორჟოლიანი მიიჩნევს რომ ფესტივალი და მისი ორგანიზატორები არაფერ შუაში არ არიან გოგოს გარდაცვალებასთან და რომ ნარკოტიკით კვდებიან ყველგან სახლში, ეზოში, ქალაქში, სოფელში და რომ ასეთი სამწუხარო ფაქტები ყოველთვის ხდება და მოხდება და ამის მიზეზი კონკრეტული ფესტივალი არ არის.

"პირველ რიგში ვიზიარებ გარდაცვლილი გოგოს ოჯახის მწუხარებას. ძალიან, ძალიან! პატარა იყო ამ ტრაგედიისთვის.
თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ჯემ ფესტის მიმართ. არაერთხელ დამიწერია. მგონია, რომ სახელმწიფო მხოლოდ სიგუას არ უნდა ახალისებდეს და ამდიდრებდეს. თან, ფაქტია, ყოველ შემდეგ წელს, უფრო და უფრო მეტია უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა. სისუფთავე, მენეჯმენტი, ბევრი პრეტენზია არსებობს, მაგრამ ეს სხვა თემაა.
მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, რომელიც ეხება მხოლოდ ხარისხს, ფესტივალი და მისი ორგანიზატორები არაფერ შუაში არ არიან ამ გოგოს გარდაცვალებასთან. ნარკოტიკით, (ესეც ჯერ დადგენილი არაა) კვდებიან სახლში, ეზოში, ქალაქში, სოფელში....
ასეთი სამწუხარო ფაქტები ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ მოხდება. ამის მიზეზი არ არის კონკრეტული ფესტივალი.
მე მგონია რომ ბევრი ფესტივალი უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ბევრი კლუბი უნდა გაიხსნას და იმედია, ხელისუფლება სიგუას გარდა, სხვებსაც მისცემს ამის საშუალებას.
კიდევ ერთხელ ვიზიარებ გარდაცვლილი გოგოს, ოჯახის მწუხარებას! იმედი მაქვს, ასეთ ფესტივალებზე, პოლიციის კორდონების მაგივრად სასწრაფოები იდგება. ისე, როგორც ევროპაშია."image

0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0