x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველო პატრიარქს ილია მეორეს მატერიალური ქონება არ გააჩნია
imageჟურნალმა “ინდიგომ" ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 5000-ზე მეტი დოკუმენტის ანალიზის შედეგად დაიდო.


მათ “საპატრიარქოს კაპიტალის“ პრეზენტაციაზე მდიდარი და უქონელი მეუფეების სია წარმოადგინეს. თემაზე მუშაობისას ისინი საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობოდნენ.


“სინოდის 47 წევრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მფლობელები არიან ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი და ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე... წმინდა სინოდის 47 წევრიდან, მხოლოდ 6 არ ფლობს რაიმე მატერიალურ ქონებას. მათ შორის არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II“ - აღნიშნულია კვლევაში.


სინოდის წვერთაგან, რომელთა სახელზე რეგისტრირებული არ არის მატერიალური ქონება არიან: ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, დმანისასა და აგარაკ-ტაშირის მთავარესპიკოპოსი ზენონი, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა და გურჯანიისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე.


image

image



ეკლესიამ 2002 წლიდან დღემდე სახელმწიფო ხაზინიდან, სულ მცირე 285 მილიონი ლარი მიიღო.ამის გარდა 1997 წლიდან დღემდე, საპატრიარქომ 40 კომპანია დააფუძნა და 4 სხვა კომპანიაში წილი შეიძინა.

საპატრიარქოს ბიზნეს ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია: განათლება უპირობო ლიდერია.44 კომპანიიდან 22-ის საქმიანობის სფერო სწორედ განათლებაა, მას მოჰყვება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ჯანდაცვა და მედია.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კაპიტალი საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დღემდე შეუჩერებლად იზრდება.საპატრიარქოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ საპატრიარქო ფლობს და განაგებს ტერიტორიას, რომელიც თითქმის ბათუმის ხელაა.მიწის საერთო რაოდენობა 6270 ჰექტარია.

image

2
128
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
128
  
2017, 7 აგვისტო, 9:42
პატრიარქის არაა ყველაფერი? ამდენი რეზიდენცია სხვადასხვა კუთხეში და მოოქროვილი ხატები და ა.შ. ბიზნესად აქვს ქცეული ზოგიერთ სასულიერო პირს თავისი მოღვაწეობა.
2017, 6 აგვისტო, 20:13
ახლახან გამოქვეყნდა ამონაწერი იერარქების ქონების შესახებ, ტიპიური ბიზნესმენია ბევრი მათგანი
0 1 2