x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
12 კვირის ბავშვი ყუთში ჩააწვინეს და სარდაფში დატოვეს…

image


რაც ამ ფუმფულა არსებამ გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ სახლი არა აქვს და არც პატრონი ჰყავს, კატას საკვები არასდროს მოჰკლებია. მეზობლები ხშირად აჭმევდნენ და სადარბაზოში თბილად აძინებდნენ. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, კატას, სახელად მაშას, არასდროს უცდია ვინმესთან მიკედლება ან იქნებ თავისუფლების მოყვარული იყო და ფანჯარაში ჯდომას და ეზოში ყურებას, ისევ გარეთ სიარული ერჩია. თუმცა ვინ იცის? მაგრამ, რომ არა ის, ადამიანების მიერ სასიკვდილოდ განწირული ჩვილი ბავშვი ნამდვილად დაიღუპებოდა.


image

image

ეს ამბავი ობნინსკში (რუსეთი) მოხდა. ზამთრის ერთ დღეს, სადარბაზოში ყველასთვის ნაცნობმა კატამ, უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო. ის ისეთ ხმაზე კნაოდა, თითქოს დახმარებას ითხოვდა. სადარბაზოში იმ დროს მყოფმა ქალბატონმა კატის განწირული ხმა რომ გაიგო, იქით წავიდა, სადაც სავარაუდოდ კატა უნდა ყოფილიყო. ასე აღმოჩნდა ქალი სარდაფში. მან დაინახა, რომ კატა ყუთში იჯდა და ბავშვს ათბობდა.


image

image

რომ არა მზრუნველი კატა, ჩვილი იმ სიცივეში ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. საზრიანმა ცხოველმა პატარასთან ნამდვილი დედობრივი ინსტინქტი გამოამჟღავნა და ეს საოცარი სანახავი იყო!

ამბობენ, რომ როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანას პატარა საავადმყოფოშ მიჰყავდა, კატა დიდ ხანს მიჰყვებოდა მანქანას და კნაოდა. შემდეგ კარგა ხანს გზას გაჰყურებდა, თითქოს ელოდა, რომ მანქანა უკან მოვიდოდა და ბავშვს მოიყვანდა.

კატამ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა! მან პატარა გადაარჩინა და თუ მანამდე, მხოლოდ ერთი სადარბაზოს მეურვეობის ქვეშ იყო, მას შემდეგ, უკვე მთელი ეზო ზრუნავდა მასზე.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* გოგონას მანქანა დაეჯახა და მძღოლმა ტყეში წაიყვანა. მას გადარჩენის შანსი არა ჰქონდა, მაგრამ…
* ძაღლმა თავი გასწირა და 8 თვის ბავშვი გადაარჩინა
* ახალშობილი გადააგდეს და ის მოკვდებოდა, რომ არა...

* სხვისი შვილები (+ ვიდეო)
* პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს

0
533
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0