x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში მიტოვებულ ეკლესიაში გადაღებულმა ფოტოსესიამ სკანდალი გამოიწვია

image საქორწილო მოდის ჟურნალი «Совет да любовь» "ნაბერეჟნიე ჩელნიდან" აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში საქორწილო კაბების ახალი კოლექციის გამოქვეყნების მერე. ფოტოსესია ჩატარდა მიტოვებულ და სანახევროდ დანგრეულ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში, სოფელ გარში ელაბუგის რაიონში. ფოტოსესიამ გამოიწვია სასულიერო პირების და სოციალური ქსელების მომხმარებლების გულისწყრომა და აღშფოთება.
ისინი აღაშფოთა 23 წლის მოდელის ქსენია ნიზამოვას გამჭვირვალე კაბებში პოზირებამ ეკლესიაში და ეკლესიის კედლებთან.
როგორც კი აგორდა სკანდალი ფოტოსესიის მერე გამოქვეყნებულ სურათებზე, საქორწილო მოდის ჟურნალის სოციალური ქსელის გვერდიდან სასწრაფოს წაშალეს აღნიშნული სურათები. ხოლო ჟურნალის მესვეურებმა ბოდიში მოუხადეს ყველას, ვინც კი აღაშფოთა ჟურნალის გვერდზე ატვირთულმა სურათებმა. თან დაამატეს, რომ ვინმეს შეურაცყოფა არ შედიოდა მათ მიზნებში. მიუხედავად ამისა თათრეთის საგამოძიებო კომიტეტი უკვე დაინტერესდა მომხდარი ფაქტით და უკვე დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
გთავაზობთ 23 წლის მოდელისქსენია ნიზამოვას ეკლესიაში გადაღებულ სურათებს.
დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.
imageimageimage ასე გამოიყურება ეკლესია, სადაც მოხდა აღნიშნული სურათების გადაღება.
image
+14


0
232
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
232