x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცენარეები «შეტევაზე გადმოვიდნენ»
image


თუ საჭმელს დროზე არ მივირთმევთ ის გაფუჭდება. თუმცა, ეს აქსიომა არ არის. განსაკუთრებით, ჩვენს ცვალებად სამყაროში... თუ ადრე ვაშლს, გარკვეული დროის მანძილზე, უყურადღებოდ ვტოვებდით, ის ლპებოდა. მაგრამ, დღეს... ის შეიძლება იმაზე ადრე იქცეს ხედ, ვიდრე გავაცნობიერებთ მომხდარის შესახებ. დღეს, მცენარეები ისე იქცევიან, თითქოს დამატებითი სიცოცხლის ძალა მიიღეს და პლანეტაზე დომინანტობას ცდილობენ...

და შეგიძლიათ, ამაში თავად დარწმუნდეთ:



მაცივარში მივიწყებული კომბოსტოს ნაჭერი


image



მაგიდაზე გაფურჩქნული არტიშოკი


image



ერთიდან ათასი – ეს გამრავლების რეკორდია


imageimage

სილამაზე და სიცოცხლის წყურვილი


image




ეს კარტოფილის ფესვებია, საცეცეები არ გეგონოთ


imageimage

ვაშლის დათესვა უკვე საჭირო არ არის...


image



ლიმონიც იბრძვის გამრავლებისთვის


image



ეს ვაშლი, კი უკვე მზად არის ხედ გადაიქცეს


image



ვისაც პომიდორი არ უყვარს, პრობლემა არ არის... მაგრამ ვისაც უყვარს?


image



ეს კი გოგრის ნარგავია, რომელმაც გაზრდა დათესვამდე, გაუჭრელ გოგრაში დაიწყო…


image



როგორც კი ქოქოსმა მიწა იგრძნო «ფეხქვეშ», მაშინვე გაზრდა დაიწყო!


image



წიწაკა, რომლის შიგნით სხვა წიწაკა იზრდება


image


სავარაუდოდ, თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, ჩვენს პლანეტას მცენარეები დაიპყრობენ და ის მომავალში, ცისფერის ნაცვლად – მწვანე იქნება.


P. S. დედამიწამ, თავისი განვითარების ისტორიის მანძილზე, არაერთხელ იცვალა ფერი. სულ თავიდან, 4, 6 მლრდ. წლის წინ, როდესაც მზის სისტემამ ჩამოყალიბება დაასრულა – წითელი იყო. დაახლოებით, 4 - 3, 8 მილიარდი წლის წინ – იისფერი გახდა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ დედამიწაზე პირველი უმარტივესი ორგანიზმები ციანობაქტერიები იყვნენ. მაგრამ, მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ბაქტერიებამდე, სხვა მიკრობები არსებობდნენ, რომლებიც ფოტოსინთეზის პროცესში, ქლოროფილის ნაცვლად, რეტინოლს იყენებდნენ, რომელიც მწვანე ფერს შთანთქავს და წითელს და იასამნისფერს აირეკლავს, რომელთა შერევით, იისფერი მიიღება.

დედამიწის ქერქის ჩამოყალიბება 2, 1 მილიარდი წლის წინ დასრულდა და ჟანგბადის გაჩენამდე, პირველი ოკეანე მწვანე ფერის იყო, რადგან წყალი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავდა. 3 მლრდ. წლის წინ წყალში გაჩენილმა ციანობაქტერიებმა, ფოტოსინთეზის შედეგად, მილიონობით წლის მანძილზე, ტრილიონი ტონა ჟანგბადი გამოიმუშავეს. რკინა სუფთა ჟანგბადთან შეხებისას იწვებოდა და ფსკერზე ილექებოდა. წყლის რკინისგან გაწმენდის შემდეგ, ოკეანე ლურჯი ფერის გახდა, ხოლო პლანეტამ ცისფერი ფერი მიიღო. ეს, დაახლოებით, 1, 5 მილიარდი წლის წინ მოხდა.


1
271
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
271
  
2017, 8 აგვისტო, 10:41
გენმოდიფიცირებული ბოსტნეულ-ხილიდან თუ ისევ მცენარეები ამოვლენ, მაგას რა სჯობს, მაგრამ ლაპარაკი ეცოდინებათ მაგათ))))
0 1 1