x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70051
  • ვიდეო:322867
  • სურათი:424131
უცნობი დეტალები ცნობილ ნახატებზე, რომლებიც თქვენ არასოდეს შეგიმჩნევიათ

ცნობილი მხატვრები ხშირად იშველიებდნენ ხერხს, რომ ფარული, ორაზროვანი ჩანაფიქრი ჩაედოთ თავიანთ ნახატებში. ჩვენ შეჩვეული ვართ მათი შედევრების ნახვას მთლიანობაში, ისე, რომ ვერ ვამჩნევთ უმცირეს დეტალებს, რომლებსაც არც თუ ისე პატარა მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ნაწარმოების სრულად აღსაქმელად. დღეს სწორედ ამ ერთი შეხედვით მიზერულ, მაგრამ საოცრად მნიშვნელოვან დეტალებზე ვისაუბრებთ.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა 10 საკმაოდ ცნობილი ტილო, რომლებიც თურმე არც ისე მარტივია, როგორც ეს აქამდე გვეგონა. სტატიის ბოლოში კი თქვენ ბონუსი გელოდებათ: ლეონარდო და ვინჩის უცნობი ფრესკა, რომელიც სულ ცოტაოდენი ხნის წინათ იქნა აღმოჩენილი.


1. ვეშაპი, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა


image

ეს ერთი შეხედვით უბრალო პეიზაჟი საიდუმლოს 150 წლის მანძილზე მალავდა. რესტავრატორმა ტილოს გასუფთავების დროს მასზე დახატული, ნაპირზე გამორიყული ვეშაპი იპოვა. აღმოჩნდა, რომ მხატვარმა ჰენდრიკ ვან ანტონისენმა ის წაშალა, რადგან ფიქრობდა, რომ პეიზაჟი მასზე გამოსახული მკვდარი ცხოველის გარეშე უფრო მოეწონებოდათ მნახველებს.


2. და ვინჩის კოდი


image

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წევრებმა მონა ლიზას მარჯვენა თვალზე აღმოაჩინეს წარწერა LV, რომელიც სავარაუდოდ აღნიშნავს მხტვრის ინიციალებს. ნახატზე აღმოჩენილი იქნა აგრეთვე რიცხვი 72, რომელიც ხიდის თაღზეა გაკეთებული. ხიდი ქალის მარცხენა მხრის უკან მოჩანს და ის მდებარეობდა ქალაქ ბობიოში. (ცნობილია, რომ ეს ხიდი დაინგრა 1472 წელს). შესაძლებელია, ავტორმა ეს მინიშნება გააკეთა ადგილის ამოსაცნობად.


3. ლუტნისტი ქალი თუ კაცი?


image

ნახატი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა სახელწოდებას "ლუტნისტი ქალი", და მხოლოდ ХХ საუკუნის დასაწყისში დაინახეს მასზე ხელოვნებათმცოდნეებმა ახალგაზრდა ჭაბუკი. მასზედ, რომ ტილოზე გამოსახულია ჭაბუკი და არა ქალი, მიუთითებს რამოდენიმე ფაქტი: ნოტებზე მოჩანს იაკობ არტადელის პარტიის "მე თქვენ მიყვარხართ" ბანის პარტიის ჩანაწერი, აგრეთვე ცნობილია, რომ ლუტნია და ვიოლინო კარავაჯოს ეპოქაში მამაკაცის ინსტრუმენტებად იყო მიჩნეული და მათზე დაკვრა ქალებს ეკრძალებოდათ.


4. პერსეფონა და აიდი


image

ბერძნული მითოლოგიით, დემეტრა მოსავლის ღვთაება იყო. მას გაუჩნდა ქალიშვილი – პერსეფონა, რომელსაც ყვავილებისა და მარცვლეულის ღვთაებად თვლიდნენ. პერსეფონა, ზევსის დასტურით, ჩუმად გაიტაცა ქვესკნელის ღვთაებამ – აიდმა. თავზარდაცემულმა დემეტრამ მთელი ქვეყანა შესძრა, მაგრამ ქალიშვილი ვერსად იპოვა. პერსეფონას დაკარგვას თან მოჰყვა ქვეყნის გასაჭირი. მისი გატაცების შემდეგ დედამიწაზე გახმა ყვავილები, მარცვლეული, ხალხი შიმშილით იხოცებოდა. საქმეში ზევსი ჩაერია და და მისი თხოვნით აიდი დათანხმდა პერსეფონას დემეტრასთან დაბრუნებაზე შემდეგი პირობით: ყოველი წლის ორი მესამედი პერსეფონას დედამიწაზე უნდა გაეტარებინა თავის მშობლებთან და ერთი მესამედი კი ქვესკნელში, ქმრის – აიდის სამეფოში. სწორედ პერსეფონაა გამოსახული გულსაბნევზე, რომელიც ნახატზე ფერმერის ცოლს უკეთია. ფერმერის ხელში დაჭერილი ფიწალი კი საოცრად ჰგავს იმ სამთითას, რომელიც ბნელეთის ღმერთს ხელში ეჭირა. სურათის ავტორმა გრანტ ვუდმა მასზე ბევრი დეტალი დამალა, მაგალითად, ნაკერები კომბინეზონზე, ხაზები პერანგზე, ფანჯრის ჩარჩოები და მცენარეებიც კი უკანა პლანზე საოცრად ზუსტად იმეორებენ ფიწლის კონტურებს.


5. ვან გოგის ტურბულენტურობა


image

2004 წელს ასტრონომები საგულდაგულოდ ადევნებდნენ თვალს გამქრალი ვარსკვლავის გარშემო წარმოქმნილი ღრუბლის, აირის და მტვრის მოძრაობას და რამოდენიმე მთგანმა ბუნების ამ მოვლენაში ნათლად დაინახა ჰოლანდიელი მხატვრის ტილო "ვარსკვლავებიანი ღამე". შეისწავლეს რა ეს სურათი, ხელოვნებათმცოდნეები მივიდნენ დასკვნამდე: დიდი ალბათობაა იმისა, რომ მხატვარმა ტილოზე აღბეჭდა ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ცნება ფიზიკასა და მათემატიკაში-ტურბულენტურობა.



6. ბრანწი რომის პაპს


image
რომის პაპ იულიუს მეორესთან დაწყებულმა კონფლიქტმა მიქელანჯელო იქამდე მიიყვანა, რომ მის სურათზე "წინასწარმეტყველი ზაქარია" (ზაქარიას პროტოტიპს სურათზე იულიუს მეორე წარმოადგენდა) ერთ-ერთ ანგელოზს მუშტით ბრანწი გააკეთებინა. ამაზე უფრო ბილწი ჟესტი მიქელანჯელოს დროს არ იყო-სწორედ ასე გაგზავნა იულიუს II მიქელანჯელომ იქ, სადაც ახლა გაიფიქრეთ.


7. სახე გრაფინზე


image

კარავაჯოს ცნობილი ტილო "ვაკხა" ერთ-ერთ ყველაზე უწყინარ ნახატად ითვლება ხელოვანის შემოქმედებაში, თუმცა გარკვეული ინტრიგა მასაც შეეხო-ექსპერტებმა შეძლეს ღვინის გრაფინის შიგნით უცნაური გამოსახულების გარჩევა-კარავაჯომ იქ საკუთარი ავტოპორტრეტი დამალა.


8. შიშკინის ''არდახატული'' დათვები


image

ყველა თქვენგანმა იცის, ვინაა ამ ცნობილი სურათის ავტორი, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ტილოზე ორი მხატვარი მუშაობდა. საქმე იმაშია, რომ შიშკინს, რომელიც მთელი ცხოვრება მხოლოდ პეიზაჟებს ხატავდა, შეეშინდა, რომ ვერ შეძლებდა დათვის ბელების ბუნებრივად დახატვას, ამიტომ ეს საქმე თავის მეგობარს- კონსტანტინ სავიცკის მიანდო, რომელმაც დაასრულა ნახატი, გვაჩუქა რა ეს საყვარელი დათუნიები.


9. სიცოცხლე და სიკვდილი სხვადსახვა კუთხით


image

უცნაური საგანი, რომელიც მხატვრული ტილოს "ელჩები" წინა პლანზე მოჩანს, სხვა არაფერია, თუ არა თავის ქალა. გელბეინმა (ნახატის ავტორი) მოახდინა ორმაგი ხედვის რეალიზება-პირდაპირი შეხედვის დროს ყოველდღიურ რუტინაში ჩაძირული ადამიანი სიკვდილს წარმოიდგენს ილუზორულ ლაქად, რომელზეც არ ღირს ყურადღების გამახვილება, ხოლო ღრმად მოაზროვნე ადამიანის ხედვით (სწორი ხედვით) სიკვდილი გადაქცეულია ერთადერთ რელობად, რომელიც ამახინჯებს ადამიანთა ჩვეულ ცხოვრებას.


10. ქალი თრითინით


image

ნახატის პირველ ვარიანტში მასზე თრითინა არ იყო. ლეონარდო და ვინჩიმ მოგვიანებით დახატა ტილოზე ნაცრისფერი მხეცი და ქალის ლურჯი მოსასხამი. სურათის საბოლოო ვარიანტში კი მხეცუნა გაცილებით დიდია და თეთრი. ვარაუდობენ, რომ ტილოზე დახატული ქალი ჰერცოგ ლუდოვიკო ჰორცის საყვარელია, ხოლო თრითინაში თავად ჰერცოგია ნაგულისხმევი, რადგან ჰორცების საგვარეულო გერბზე სწორედ ეს ცხოველი იყო გამოსახული.


ფიროსმანი, "მამალი და კრუხ-წიწილა", 1911 წელი


image


ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ამ სურათზე ერთი შეხედვით სოფლის ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებაა ასახული, თუმცა თუ მას კარგად დავუკვირდებით, შესაძლებელია განსაცვიფრებელი სიმბოლოების აღმოჩენა: სცენა თამაშდება სოფლის ეზოში, დედაკაცსა და ბიჭუნას შორის... ბიჭუნა კარის გაღებას აპირებს... იგი ზურგშექცევით დგას მშობლიური ეზოსკენ, სადაც მისმა ბავშვობამ ჩაიარა. ფიქრებით უკვე იქაა, სადაც განუჭვრეტელობა ელოდება, თუმცა იქნებ მეზობლის ეზოში ან მდელოზე მიდის, ანდა სულაც ალალბედად მიემართება ცხოვრების გზაზე...აი რაშია საქმე: ბიჭუნა ერთი შეხედვით შვიდიოდე წლისა იქნება -
ნიკო ფიროსმანიც სწორედ ამ ასაკისა იქნებოდა, როცა მირზაანი მიატოვა და ბედის ანაბარად გაეშურა თბილისში...


და ბოლოს ბონუსი: ლეონარდო და ვინჩის უცნობი ფრესკა


image

ლოდოვიკო ფორცის ციხე-სიმაგრის რესტავრაციის დროს კედლის ბათქაშის მრავალრიცხოვანი ფენის ქვეშ აღმოჩენილი იქნა ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ფრესკის ფრაგმენტი. ჯერჯერობით ჩანს მხოლოდ ხის ფესვები, რომლების კედლებშია შეჭრილი. ფრესკის რესტავრაციას და აღდგენას ალბათ წლები დასჭირდება.

0
482
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0