x
image
მოზამბიკელი
რას ამბობს ტუჩის ფორმა თქვენს ხასიათზე?
ადამიანის სხეული ერთი დიდი საიდუმლო რუკაა, რომელიც უამრავ საინტერესო რამეს ინახავს, თითოეული ნაწილი ჩვენი შინაგანი ხასიათის გამოხატულებაა.
უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი არსებობს, რომელიც ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილის მიხედვით, მისი ხასიათის სრულ პორტრეტს ქმნის.
მოდით ვნახოთ, რას ამბობს ჩვენი ტუჩის ფორმა ჩვენს ხასიათზე:


image

1. თუ თქვენ თხელი ტუჩები გაქვთ, გარშემომყოფები მხიარულ და პოზიტიურ ადამიანად გთვლიან, ასეც არის! ყოველთვის ცდილობთ თავი აარიდოთ რთულ სიტუაციებს და ნებისმიერი პრობლემა ადვილად მოაგვაროთ.
მუშაობა ფულთან და საბუთებთან ცხადია თქვენი საქმე არაა, რადგან ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ.

2.თუ თქვენ გაქვთ ზედა თხელი ტუჩი და ქვედა სქელი, ძალიან მეგობრული ადამინი ბრძანდებით, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული ინტუიცია. ასევე ხართ კომუნიკაბელური პიროვნება და გიყვართ ხალხთან ურთიერთობა.
გხიბლავთ სტაბილურობა და ამიტომ ერიდებით ცვლილებებს.

3. თუ თქვენ ზედა სქელი და ქვედა თხელი ტუჩი გაქვთ, მაშინ თქვენ ძალიან ემოციური ადამინი ხართ, ამიტომ ხშირად გიჭირთ საკუთარი თავის გაკონტროლება. ამასთანავე ცდილობთ შეცვალოთ თქვენი ხასიათი და ისწავლოთ ემოციებთან გამკლავება.

4.თუ თქვენ სქელი ტუჩები გაქვთ, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელიც ყველგან და ყველაფერში შთაგონებასა და სიმშვიდეს ეძებს. ეს ყოველივე ენერგიითა და კარგი განწყობით გავსებთ.

5. თუ თქვენი ტუჩები ერთნაირი ზომისაა, როგორც ეს მე-5 სურათზეა გამოსახული, მაშინ თქვენ ძალზედ რაციონალური ადამიანი ხართ, ცდილობთ ყველაფერს დაფიქრებულად და მიზანმიმართულად მიუდგეთ, ეს თვისება გეხმარებათ ნელა, მაგრამ ეფექურად მიაღწიოთ დასახულ მიზანს. ასეთი ხასიათით ერთ დღეს დიდ წარმატებას მიაღწევთ.

6.თუ თქვენი ტუჩის ფორმა, მე-6 სურათზე გამოსახული ტუჩის მსგავსია, თქვენ სტაბილური და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ძნელად თუ ამჟღავნებთ ემოციებს და წსორედ ამიტომ, ენერგეტიკული ვამპირები თქვენზე გავლენას ვერ ახდენენ.


იმედია ბევრმა თქვენგანმა ამოიცნო საკუთარი ხასიათი.

ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ!






0
536
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0