x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი I )
image


- მე ყოველთვის აღტაცებული ვიყავი მითრიდატეთი, რომის დაპყრობას რომ აპირებდა, მაშინაც კი როცა ის უკვე ძლეული იყო და გასაქცევად ემზადებოდა.


- პარტია, რომელსაც ძალუძს საყრდენი ჰპოვოს მხოლოდ საზღვარგარეთული ხიშტების სახით, განწირულია დამარცხებისთვის.


- ჭეშმარიტი მონარქი, რომელსაც ომი სურს, მას არ გაურბის, ხოლო როცა აიძულებენ იომოს, მან დაუყოვნებლივ უნდა იშიშვლოს ხმალი, სწრაფად და ენერგიულად უნდა განახორციელოს თავდასხმა, თორემ მთელი უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეს გადავა.



- ჩვეულებას უამრავ უგუნურებამდე მივყავართ. ყველაზე მიუტევებელია იქცე მის მონად.


- ფრანგებს სიდიადე უყვართ ყველაფერში, მათ შორის, გარეგნულ იერშიც.


- სწრაფვა იმისკენ, რომ ბატონობდე შენს მსგავსთა გრძნობებზე, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ვნებაა.


- მეფეებს არ აკლიათ ადამიანები, რომლებიც პოულობენ შემთხვევას მათ შეეპასუხონ. მე არასოდეს არ ვუშვებდი ამას. ექიმი საჭიროა იმისთვის, რომ ციებ-ცხელება განკურნოს, და არა იმისთვის, რომ მასზე სატირა დაწეროს. წამალი გაქვთ? მომეცით. თუ არა, ხმა გაკმინდეთ.


- ეგვიპტეში გადასვლისას მე გამაკვირვა იმან, რომ ეგვიპტელთა ოდინდელი სიდიადისგან დამხვდა მხოლოდ პირამიდები და წიწილების შესაწვავი ბუხრები.


- ჩემი მმართველობისას მე ვიგონებდი ახალ, მანამდე უცნობ ზომებს, მაგალითად, პრემიებს, რომლებსაც ვანიჭებდი ყოველ მეათე წელს. ხომ საჭირო იყო ღირსეულად დამეჯილდოვებინა მისი ძალისხმევა, ვინნაც სრულქმნილებას მიაღწია თავის ხელობაში.


- ძველ საბერძნეთში შვიდი ბრძენი ცხოვრობდა; ახლანდელ ევროპაში კი ერთიც არ ჩანს.


- ნებისმიერი ერის საზოგადოებრივი წესრიგი ადამიანთა არჩევანს ემყარება, რომელნიც მოწოდებულები არიან მხარი დაუჭირონ მას.


- ყველაზე საოცარი გამოგონებანი ისინი როდია, რომლებითაც შეეძლო ეამაყა ადამიანის გონს: აღმოჩენათა უმრავლესობა ინსტინქტისა და შემთხვევითობის შედეგია და სრულიადაც არა - ფილოსოფიის.


- ფრანგების ეროვნული ღირსების გრძნობა ყოველთვის ფერფლქვეშ ბჟუტავს. საჭიროა მხოლოდ ნაპერწკალი მის გასაღვივებლად.


- მას აქეთ, რაც თვითონ ხალხები გამოვიდნენ ბრძოლის ველზე, უკვე შეუძლებელი შეიქნა დაქირავებული არმიის ყოლა.


- უფრო ადვილია ქმნიდე კანონებს, ვიდრე მალავდე მათ.



0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0