x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების სპეციალურმა სამსახურმა ზღვის სიღრმიდან ორი ამერიკული ტანკი "M4 Sherman"–ი ამოიღო

image რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ავარიულ–სამაშველო სამსახურის მიერ იქნა ჩატარებული წყალქვეშა სამუშაოები მეორე მსოფლიო ომის დროს "ლენდ–ლიზის" პროგრამის ფარგლებში საბჭოთა კავშირისათვის გამოგზავნილი ორი ამერიკული ტანკის "M4 Sherman"–ის ამოსაღებად.
აღნიშნული ტანკები სხვა ტექნიკასთან ერთად ბარენცის ზღვაში გერმანელების მიერ 1945 წელს ჩაძირულ სატრანსპორტო გემ «Томас Дональдсон»–ზე იმყოფებოდა.
"მყვინთავები წყვილებად, რამდენიმე ცვლად მუშაობდნენ ტანკების ამოსატანი სამუშაოების ჩასატარებლად, გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო მყვინთავებს ემუშავათ რამდენიმე ცვლაში. საერთო ჯამში როგორც უსაფრთხოების ტექნიკა ითვალისწინებს დიდ სიღრმეზე მუშაობისას მყვინთავები ფსკერზე ჩასვლას, მუშაობას და ამოყვინთვას ანდომებდნენ 40 წუთს, დროის გადაჭარბება სახიფათოა მყვინთავისათვის, რადგან წყლის მაღალი წნევა საფრთხეს უქმნის მყვინთავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
მთელი მუშაობის პერიოდში მყვინთავებთან იმყოფებოდნენ ჩრდილოეთის ფლოტის ავარიულ–სამაშველო სამსახურის სამედიცინო სამმართველოს ექიმი ფიზიოლოგები, რომლებიც სპეციალური აპარატურის დახმარებით აკონტროლებდნენ მყვინთავების მდგომარეობას.
სამაშველო გემზე მორიგე რეჟიმში მუშაობდა ბაროკამერები, სადაც სიღრმიდან ამოსვლის მერე დეკომპრესიას გადიოდნენ დიდი სიღრმიდან ამოსული მყვინთავები. მყვინთავების და სამაშველო სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად ამოღებულ იქნა ორივე ამერიკული ტანკი "M4 Sherman"–განაცხადა ჩრდილოეთის ფლოტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პირველი რანგის კაპიტანმა ვადიმ სერგამ.
მისივე განცხადებით უახლოეს ხანში იგეგმება თავად ჩაძირული სატრანსპორტო გემის ამოღებაც.
პ.ს
ამ სტატიის ავტორს თავად აქვს ნანახი უკვე ჯართად ქცეული "M4 Sherman"–ი საქართველოში ერთერთ პოლიგონზე (ინფორმაცია არ წარმოადგენს საიდუმლოებას, რადგან აღნიშნული ტანკის შესახებ უკვე იდო მასალა ერთერთი ქართული გამოცემის სამხედრო თემის გვერდზე).
imageimageimageimageimageimageimage
ესეც "ქართული" "M4 Sherman"–ი პოლიგონზე.
image






6
235
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
235
  
2017, 8 აგვისტო, 23:05
მეც ეგ ვიფიქრე :))))
2017, 8 აგვისტო, 22:57
მომცა ჯართად ჩავაბარებდი :)
2017, 8 აგვისტო, 22:43
ბარენცის ზღვაში :)
2017, 8 აგვისტო, 21:50
სად მოაგროვე ეს ჯართი
0 1 6