x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ქართული მხატვრული ფილმი „მძევლები“ ერთბაშად რამდენიმე ევროპულმა კომპანიამ შეიძინა
image

ბერლინარეზე წლის აღმოჩენად შეფასებული რეზო გიგინეიშვილის ფილმი '"მძევლები" ერთბაშად რამდენიმე კომპანიამ შეიძინა


WestEnd Films-მა შემდეგ კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულება.


Kinovista ამ კვირას საფრანგეთში აჩვენებს ფილმს.ფილმის ჩვენების უფლება შეიძინა ჰოლანდიურმა Lucky Dogs-მა, Merlino-მ(იტალია), Karma (ესპანეთი) და Jushi(ჩინეთი). ფასიან არხებზე აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენების უფლება შეიძინა HBO Europe-ამ.



ფილმის საერთაშორისო ტრილერი ახლახან გამოვიდა, რომელიც წინ უძღვის სარაევოს კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებას."მძევლები" აგრეთვე ნაჩვენები იქნება მელბურნის და ახალ ზელანდიის კინოფესტივალებზე.


რეზო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები" საქართველოს და რუსეთის ერთობლივი ნაწარმოებია, რომელიც კინოკომპანია NEBO-ს პროდუქტია.


სიუჟეტი 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება, როლებიც ცდილობენ ჩაკეტილ კომუნისტურ რეჟიმს გაექცნენ. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა, თუმცა ფილმი არ შეიძლება ჩაითვალოს დოკუმენტურად. სიუჟეტი 80-იან წლებში მომხდარ მოვლენებს ზედმიწევნით არ მიჰყვება და არ წარმოადგენს მაშინდელი მოვლენების რეკონსტრუქციას.


image

0
161
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0