x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70052
  • ვიდეო:322867
  • სურათი:424117
"ჩვენ ერთმანეთი 18 წლის წინ 4 აგვისტოს გავიცანით..."-ეკა ხოფერიას უმშვენიერესი გოგონა 18 წლის გახდა

image
ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ეკა ხოფერიას ულამაზესი გოგონა, ანანო ლევიძე 4 აგვისტოს 18 წლის გახდა. ანანო ეკა ხოფერიას პირველი ქორწინებიდან ყავს, ხოლო მეორე მეუღლესთან ექიმ მიშა ხუჯაძესთან ორი ბიჭი ყავს.

ჟურნალისტმა შვილს დაბადების დღე სოციალური ქსელით მიულოცა:


"ჩვენ ერთმანეთი 18 წლის წინ 4 აგვისტოს გავიცანით. ზუსტად ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ანანოს დავარქმევდი. ერთად ბევრი რამ გამოგვივლია. იყო 1 თვის რუსთავი ორზე რომ დავიწყე მუშაობა და 2 თვის პირველად მარტო რომ დავტოვე ბებია-ბაბუასთან. სულ მგონია, რომ დავაკელი, სულ ერთგვარი კომპლექსი მქონდა, არ მახსოვს პირველი კბილი, პირველი სიტყვა. მაგრამ პირველი გავლა მახსოვს... გამიმართლა, მაშინ შვებულება მქონდა. ამასწინათ ჩემი ნაცნობი მეკითხება, სამსახურმა მომთხოვა ვიცხოვრო ბათუმში, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია და დაკარგვაც არ მინდა, მაგრამ ერთი წლისაა შვილი და რა ვქნაო? რა გგონიათ, რა ვუპასუხე? არა, მეთქი, არ გიღირს. ამ დროის და ამ საათების მოკლებად არ ღირს. კი, რა თქმა უნდა, არ მექნებოდა სიტყვაზე ბინა, რომელიც ჩემი ფულით შევიძინე, ვერ წავიყვანდი ბევრ ადგილზე... მაგრამ რისი თქმა მინდა, იცით? დამქირავებელსაც უნდა სწორად დაუყენო შენი პირობები და ოჯახი, ბავშვები ყოველთვის პრიორიტეტულია. ან შეძლო და სწორად გადაანაწილო დრო. იდეაში ერთწლიანი(???) ტვ პაუზაც ამიტომაც ავიღე; გარდა იმისა, რომ მინდა ჰოლდინგი კარგად მოვაძლიერო და ასე შემდეგ, მინდა შვილებს მივხედო, მეშინია რამე მნიშვნელოვანი არ გამომეპაროს, ანანო 18 წლისაა, ეწყება მნიშვნელოვანი ეტაპი სწავლისა, ბიჭები 8 და 6 წლის, კარგად მინდა დავაკვირდე, ვის რა ძლიერი მხარეები აქვს, სად სჭირდებათ ჩემი დახმარება, რჩევა...
ეკა, ყველაფერს როგორ ასწრებო, მეუბნებოდნენ ხშირად. ჰოდა, არაა ასე. ყველაფერს მაგრად ვერ მოასწრებ, დგება მომენტი, როცა რაღაც პრიორიტეტიც უნდა წამოწიო წინ, მაგრამ საქმეც არ დაივიწყო, ცხადია...
ანანო კი მინდა მყარად იდგას ფეხზე, კარგი განათლება მიიღოს, იყოს დამოუკიდებელი და დარწმუნებული თავის არჩევანში, იყოს ჯანმრთელი და იყოს ბედნიერი!
ამასვე ვუსურვებ თქვენს შვილებს! აკოცეთ მათ მაგრად და არ დაივიწყოთ, ისინი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან!"
imageimageimageimageimageimage

0
361
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0