x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70051
  • ვიდეო:322867
  • სურათი:424131
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" "Gem Fest"-ზე ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმიანება

image
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. დღევანდელი მძიმე ფაქტით გამოწვეული ტკივილი საერთოა.
დღესვე გავრცელებული ინფორმაციით ფესტივალზე დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. ამ ეტაპზე არ ვიცით არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ მოვლენებს შორის, თუმცა, შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში მივმართავთ მომხმარებლებს და საზოგადოებას, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გავრცელებულ ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია ობიექტური სურათის არარსებობამდე თავი შევიკავოთ საზოგადოებაში პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან. ორმაგად მნიშვნელოვანია მომხდარზე სახელმწიფოს ცივილური, ადეკვატური და გააზრებული პასუხი. არ უნდა დავუშვათ, რომ მოვლენის შეფასება გაიდაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში. არ დაგვავიწყდეს, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობა სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, სადაც სადამსჯელო მიდგომები მსუყე ნიადაგს ქმნის უკონტროლო შემთხვევებისთვის და არ ტოვებს ადგილს პრევენციული, ზიანის შემცირების, საინფორმაციო, თუ უსფრთხოების სათანადო ნორმების დასანერგად.
საჭიროა მოვლენაზე ერთადერთი სწორი პასუხი: ნარკოპოლიტიკის სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმა! ახალი რეალობის შექმნა, სადაც შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობენ ნარკოვითარებაზე მონიტორინგის მექანიზმებს და მაქსიმალურად აზღვევენ არასასურველ რისკებს. ეს კი მხოლოდ სამედიცინო, ჯანდაცვასა და მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული მიდგომების დანერგვითაა შესაძლებელი.
ჩვენ არ გვაქვს უფლება გაუაზრებელი პოლიტიკით დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი - ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენ არ გვაქვს გადავადებისა და ფუჭი დაპირისპირიბების დრო.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროა დაამტკიცოთ, რომ თქვენთვის ფასეულია ადამიანი, მოგმართავთ ინიციატივით, მოვიწვიოთ რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დავიწყოთ "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა. ყოველი დაკარგული წუთი მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოვებს მსგავს ტრაგედიებთან."

imageimage


როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნა გადაყვანილი ინტოქსიკაციის ნიშნებით, რომელთაგან ერთი ბიჭი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.image

1
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
74
  
5 აგვისტო, 9:14
უნდა შემოვიდეს კანონი:ნარკოტიკების შემომტანები და გამყიდველები უნდა დაიხვრიტონ!!!ფულის შოვნის გულისთვის მიდიან ბოროტების გზით,შეგახსენებთ,თუ რატომ მიეთრეოდა ჟიზოიდი სააკაშვილი წელიწადში ორჯერ-სამჯერ ავღანეთში,ჩამოქონდა ნარკოტიკები და თავის"ბარიგების"საშუალებით შოულობდა დიდ თანხებს.
0 1 1