x
მეტი
  • 12.12.2017
  • სტატია:71859
  • ვიდეო:325017
  • სურათი:427182
ის, რასაც ძალიან გვიან ვსწავლობთ ცხოვრებაში...

image


მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ, რომლებიც სამწუხაროდ, გვიან ვისწავლე:

"...ტყუილი–ღალატია! ღალატია, როცა ხვდები, რომ იმაზე მეტად ენდობოდი, ვიდრე ამას იმსახურებდა."


"...სრული სიმახინჯე არ არსებობს ისევე, როგორც სრული სილამაზე. ყველა ადამიანს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც მას უნიკალურს ხდის, მაგრამ მან ეს სხვებს არ უნდა აჩვენოს, არამედ ისინი უნდა ეცადონ მის დანახვას".


"...ხანდახან, უბრალოდ ხვდები, რომ ვეღარასოდეს იქნება ისე, როგორც ადრე იყო... რატომ? იმიტომ, რომ ერთს წინ წასვლა უნდა, მეორე არ მიჰყვება, პირველი მაინც მიდის და დარჩენილს ჰგონია, რომ მიატოვეს..."


"...ჩემი აზრით ცხოველთა უმეტესობა ორ ფეხზე დადის".


"...ადამიანებმა რომ ერთმანეთს ნება მისცენ, იყვნენ ისინი ვინც თავად სურთ, ყველა ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ისინი საკუთარ თავსაც კი არ აძლევენ ამის ნებას".


"...ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი და მივხვდი, რომ უნდა დაეცე! კიდევ და კიდევ! იცი, რატომ? მხოლოდ მაშინ დაინახავ, ვინ გამოგიწვდის წამოსაყენებლად ხელს".


"...იცი, რა არის ყველაზე ძნელი? როცა ნიღაბს ირგებ, ის კი იარლიყივით გეწებება... როცა იღიმი მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გეტირება და ხვდები, რომ იქ, შიგნით, კვლავ რაღაც ჩაკვდა".


"... ყველას შეგვიძლია, რომ ბდნიერები ვიყოთ, მაგრამ გააფთრებით ვიცავთ უბედურების უფლებას".


"... ეს დღე, აი, ეს წამი, ერთადერთია და აღარასოდეს განმეორდება! გთხოვ, დააფასე ის!".


"... ამბობენ, თუ იცინი, სამყაროც შენთან ერთად იცინის და თუ იტირებ, მარტო მოგიწევს ტირილიო. მე ხშირად მიტირია ადამიანთან ერთად. მაშინ, როცა გულისტკივილს მიზიარებდა, თუმცა მეორე დღეს ყველამ მითხრა: გუშინ რა ჯანდაბა გატირებდაო?"


"...გავა წლები და შენთვის, საერთოდ, მნიშვნელობა ექნება იმას, რასაც ახლა ასე განიცდი?"

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიცა ინასარიძე
ნიცა ინასარიძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0