x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
დოპელგენგერები - აჩრდილი ორეულები
ყველაზე ამოუცნობი პარანორმალური მოვლენები


ლიტერატურაში, დოპელგენგერები ( გერმანულად-doppelganger - ორეული ) წარმოადგენენ ადამიანის დემონურ ორეულებს, მფარველი ანგელოზის საპირისპიროს. დოპელგენგერის გამოჩენა ხშირად მოასწავებს გმირის გარდაცვალებას. მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია ისინი ჩაითვლონ, სწორედ რომ ლიტერატურულ პერსონაჟებად, არსებობს რამდენიმე ისტორიული წყაროები, რომლებითაც ირიბად მტკიცდება ამ არსებების არსებობა.

image
ერთ-ერთი ასეთი არის დედოფალ ელისაბედ პირველის ჩვენება, მისი სიკვდილის შემდეგ მემატიანეს მიერ დაფიქსირებული. დედოფალის თქმით, მან დაინახა საკუთარი თავი მისი საძინებელის საწოლზე, უფრო სწორად თავისი ორეული, რომელიც, მისი თქმით, იყო ძალიან ფერმკრთალი.


იოჰან ვოლფგანგ გოეთემ ნახა საკუთარი ორეული, ჩაცმული ოქროთი გაწყობილ რუხ კოსტიუმში, როდესაც ცხენზე ამხედრებული მიემართებოდა დრუსენჰაიმის( Drusenheim ) მიმართულებით. ამასთან ორეული მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. რვა წლის შემდეგ, დრუსენჰაიმიდან იმავე გზაზე მგზავრობისას, გოეთემ შეამჩნია, რომ მას ეცვა ზუსტად ისეთივე კოსტიუმი, რაც ეცვა მის დანახულ ორეულს.

ცნობილია, რომ ეკატერინე II-მაც ასევე დაინახა თავისი ასლი, რომელიც მისი მიმართულებით მოძრაობდა. შეშინებულმა, ეკატერინემ უბრძანა ჯარისკაცებს ესროლათ ორეულისთვის.


მსგავსი ბუნების მქონე უჩვეულო შემთხვევა შეემთხვა აბრაამ ლინკოლნს: ანარეკლს რომელიც მან დაინახა სარკეში, ჰქონდა ორი სახე. იყო რა ცრუმორწმუნე ადამიანი, ლინკოლს ხანგრძლივად დაამახსოვრდა დანახული.




image

უჩვეულო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ხვდებიან საკუთარ ორეულებს, არ არის იშვიათი. ისტორიებს დოპელგენგერებზე ადგილი აქვთ, როგორც სამედიცინო პრაქტიკაში( რაც სავსებით არ არის გასაკვირი ), ასევე ისტორიულ დოკუმენტებში და ლიტერატურულ ნაწარმოებებში. გი დე მოპასანი უყვებოდა თავის მეგობრებს თავის ორეულთან შეხვედრის შესახებ. მათემატიკოსი დეკარტე, ფრანგი მწერლი ქალი ჟორჟ სანდი, ინგლისელი პოეტები და მწერლები შელი, ბაირონი, უოლტერ სკოტი ასევე შეხვედრიან თავიანთ ასლებს. დოსტოევსკის მოთხრობაზე "ორეული" რომ არაფერი ვთქვათ.
თუმცა დოპელგენგერები ასევე სტუმრობენ პროზაული პროფესიების ადამიანებსაც. აქ არის დოქტორ ედვარდ პოდოლსკის შეგროვებული ისტორიები: ერთმა ქალმა ნახა თავისი ორეული, როდესაც თავს იწესრიგებდა სარკის წინ. მამაკაცმა, რომელიც მუშაობდა ბაღში, შეამჩნია თავის გვერდით მისი ზუსტი ასლი, რომელიც იმეორებდა მის ყველა მოძრაობას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამოუცნობი ორეულების საიდუმლო შეიძლება დაფრული იყოს ტვინში. ინფორმაციის გადამუშავებისას, ჩვენი ნერვული სისტემა ქმნის სხეულის ე.წ. სივრცით სქემას, რომელიც მეცნიერებისათვის უცნობი მიზეზების გამო, იყოფა რეალურ და ასტრალურ გამოსახულებებად. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთეზაა.

1
301
4-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
301
  
2017, 7 აგვისტო, 17:09
საინტერესო სტატიაა
0 1 1