x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია

1. შორეულ წარსულში, დაახლოებით, 4 მილიარდი წლის წინ, დედამიწა იისფერი იყო. მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარებული კვლევის თანახმად, უძველესი მიკრობები ფოტოსინთეზის პროცესში, ქლოროფილის ნაცვლად, რეტინოლს იყენებდნენ, რომელიც მწვანე დერს შთანთქავდა და წითელს და იასამნისფერს აირეკლავს, რომელთა შერევით იისფერი მიიღება.

image

image

2. სანტა კლაუსის ირმებს მამრობითი სქესის წარმომადგენლების სახელები ჰქვიათ (Dasher (დეშერი), Dancer (დენსერი), Prancer (პრენსერი), Vixen (ვიკსენი), Comet (კომეტი), Cupid (კიუპიდი), Donder (დონდერი), Blitzen (ბლიტცერი) და Rudolph (რუდოლფი)). მაგრამ, საქმე იამშია, რომ ჩრდილოეთის ირმებს, რომლითაც სანტა მოგზაურობს, როგორც ხარს (მამალს) ისე ფურს (დედალს), რქები აქვს და ზამთრის პერიოდში, ზრდასრულ ხარ ირმებს რქები უკვე მოცვლილი აქვთ. ისინი მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იცილებენ (ქორწინების სეზონის ბოლოს), ხოლო ფურ ირმები – რქებს მაის-ივნისში იცვლიან. ასე რომ, სანტას მარხილში დედალი ირმები ჰყავს შებმული, რომლებსაც მამალი ირმების სახელები ჰქვიათ.

image


3. აშშ-ს 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ატომური ჩემოდნის კოდები დაკარგა და ვერც კი შენიშნა. კოდების დაკარგვის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მისი შეცვლიდ დრო მოვიდა. ამას კი, 4 თვეში ერთხელ აკეთებენ. კლინტონის დაუდევრობის გამო, გარკვეული დროის მანძილზე, მთელი მსოფლიო ატომური ომის საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა.


image

image

4. კაცობრიობის მიერ შექმნილი, ყველაზე ძვირიანი ობიექტი საერთაშორისო კოსმოსური სადგური არის. რომლის საერთო ღირებულება 150 000 000 000 $ შეადგენს.


image


5. მთელი ისტორიის მანძილზე, დედამიწაზე 106 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ყოველდღიურად ჩვენს პლანეტაზე 200 000 ადამიანი იბადება და წამში 2 ადამიანი იღუპება.

2050 წლისთვის, პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 9, 2 მლრდ.-ს მიაღწევს.



image


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ტიტანიკის ერთი საკვამური მილი ყალბი იყო, საკვები სინამდვილეში არ ფუჭდება...

* საკვირველია, მაგრამ ფაქტია (II ნაწილი): ყველაზე დიდი ტვინი დედამიწაზე ჭიანჭველას აქვს...

* ყველაზე წარმოუდგენელი ფაქტები

0
262
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0