x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მართლაც, არაჩვეულებრივი ხალხია ინგუშები და ამაში სამი წლის წინ უფრო დავრწმუნდი.
image გვარად ვეშაგური ვარ. ინგუშეთში არის ასეთი ქალაქი - "სპეცკოვსკი", სადაც 30% ვეშაგუროვები არიან, რომლებიც საქართველოდან (კერძოდ ხევსურეთიდან) არიან წასულები. ერთ-ერთ მათგანთან მიმოწერაც მქონდა და სოც-კავშირის დამყარების შემდეგ თავისთანაც მიმიპატიჟა! მოკლედ მალევე დავიძარი ვლადიკავკაზში..

რომ ჩავედი ამ ქალაქში, თვითონ გზაში დამიხვდა და წამიყვანა თავისთან.

კინოფილმი როა "ფესვები" ხომ იცით? ზუსტად ეს კადრი დამხვდა მე იქ!

თურმე ბიძაშვილებში გაუვრცელებია ხმა და მთელი ვეშაგურები დამხვდნენ.


სახლში რომ მიმიპატიჟა სუფრასთან, არ მინდა დავასახელო თუ რა თანამდებობის პირები უჯდნენ და უცებ ერთ-ერთი მათგანი მეუბნება: "მე თავს მოვიჭრი, თუნდაც ერთმა ინგუშმა რომ საქართველოს წინააღმდეგ ომში მიიღოს მონაწილეობაო". იქ აღმოჩნდა ყოფილი სამხედროც, რომელიც პასუხისგებაში მისცეს იმის გამო, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომზე უარი თქვა.

მოკლედ ხშირად მიწევს ინგუშეთის ტერიტორიის გავლა და გეფიცებით მიხარია ინგუშეთში შესვლა!.. პოლიციაც კი არ მაჩერებს ქართულ ნომრებს რომ ხედავენ. ერთადერთხელ გამაჩერეს და ისეც იმისათვის, რომ ქართულად მომსალმებოდნენ.


Facebook გვერდის მომხმარებლის მონაყოლიდან.

0
430
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0