x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოეთში ეძებენ სერიულ "მოჩვენება-პარიკმახერს"
imageუკვე 50-ზე მეტმა ქალმა განაცხადა პოლიციაში, რომ მას თმები შეაჭრეს, სანამ უგრძობ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.უცნაური შემთხვევები რაჯასტანის და ჰარიანის შტატებში დაფიქსირდა, სამართალდამცავები ჯერჯერობით ვერ პოულობენ უცნაურ პარიკმახერ-მოჩვენებას, რამაც პარანოიამდე და ისტერიამდე მიიყვანა ადგილობრივი მაცხოვრებლები.


"იყო ძლიერი ნათება და გრძნობა დავკარგე, ერთი საათის შემდეგ მივხვდი, რომ თმები შეკრეჭილი მქონდა"-აღნიშნავს 53 წლის დიასახლისი სუნიტა დევი გურგაონის ოლქის მაცხოვრებელი ჰარიანის შტატიდან.


"ამის შემდეგ აღარც ძილი მაქვს, კონცეტრაციაც მიჭირს, პირველად მსგავსი ინციდენტის შესახებ წავიკითხე, რომელიც რაჯასტანში მოხდა და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ იგივე ამბავი მეც გადამხდებოდა"-დასძინა მან.


პირველი ინფორმაცია "მოჩვენება-პარიკმახერის" შესახებ ამა წლის ივლისში რაჯისტანის შტატში გავრცელდა, ამის შემდეგ მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა ჰარიანში და ქვეყნის დედაქალაქ დელიშიც კი.


image

ფოტოზე:მუნეშ დევის განცხადებით არცერთ მეზობელს თავდამსხმელი არ დაუნახავს


პოლიციის წარმომადგენელი რევინდერ კუმარი აცხადებს, რომ ხელისუფლება იძიებს ინციდენტებს.


"ძალიან უცნაური შემთხვევებია, დანაშაულის ადგილზე ვერ ვპულობთ ვერავითარ ნივთმტკიცებას.მსხვერპლთა სამედიცინო კვლევებმა არაფერი გამოავლინა და რაც მთავრია არავის დაუნახავს სავარაუდო თავდამასხმელი."

imageფოტოზე: თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქშიც დაფიქსირდა



რევინდერ კუმარმა ისიც აღნიშნა, რომ შტატების პოლიციის განყოფილებები გაერთიანდნენ, რათა ერთობლივად დაადგინონ საერთოდ "რა აზრია ჩადებული" ამ უცნაურ ინციდენტებში.

imageფოტოზე: დუნდარ დევი აცხადებს.რომ "მოჩვენება-პარიკმახერის" თავდასხმის შემდეგ ფეხზე დგომა უჭირს.




ხალხი ამ იციდენტებმა უკვე პარანოია გამოიწვია, ჭორები და ვერსიები ბევრია, თვით ზებუნებრივიც კი.

image

ფოტოზე: ზოგიერთ რაიონში ქალებმა დაიწყეს თმის სამაგრის ტარება ღმერთის გამოსახულებით, რომ დაიცვან საკუთარი თმა.




"მხოლოდ მხსვერპლი გრძნობდა თავდამსხმელის გვერდზე ყოფნას, ჩვენ მივალთ ჭეშმარიტებმადე, მანამდე კი ხალხს მოვუწოდებ ნუ აყვება უაზრო ჭორებს"–აღნიშნა კუმარმა.



შეგახსენებეთ კიდევ რამდენიმე მასობრივი ისტერიიის ამბავს, რომელიც ინდოეთში მოხდა:


1995 წელს ხალხში გავრცელდა მასობრივი ჭორი-ისტერია, თითქოს წმინდა სტატუა განეშის სპილო რძეს სვამდა, მილიონობით მორწმუნე დაიძრა მაშინ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც სპილოს სტატუა იყო განთავსებული.

image

2001 წელს გავრცელდა ჭორი, თითქოს "ადამიანი-მაიმუნი" ესხმოდა თავს ხალხს, მოგვიანებით ეს ინციდენტიც მასობრივ ისტერიაში გადაიზარდა.


2006 წელს ათიათასობით ადამიანი გაემართა მუმბაის პლაჟის სანაპიროზე ჭორის საფუძველზე, თითქოს და ზღვის წყალი მლაშედან ტკბილად იქცა.



1
272
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
2017, 4 აგვისტო, 11:55
უცნაური ხალხია ინდოელები.
0 1 1