x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
"მედიადიქტატორი": - როგორ ასუფთავებს პოლიტიკურ ველს პოროშენკო ჟურნალისტებისგან?

imageცოტა ხნის წინ რუსული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოზე, რომელიც მისთვის სასურველი პოლიტიკური ველის გასუფთავებას ახორციელებს ჟურნალისტებისაგან.გავრცელებული ინფორმაციით ჟიტომისში უშიშროების სამსახურმა დაარბია უკრაინელი ჟურნალისტის და ბლოგერის ვასილია მურავიცკოს საცხოვრებელი ბინა, რომელსაც ბრალი ედება ღალატში და ის საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას და ასევე ხელს უწყობს ტერორისტულ ორგანიზაციებს . ის ფსიქოლოგიურ მანიპულირებას ახდენს უკრაინელი მოსახლეობის "საზოგადოებრივ ცნობიერებაზე", რაზეც მის მიერ ინტერნეტში გავრცელებული პუბლიკაციები მეტყველებს. აღნიშნული შინაარსის სტატიებს მურავიცკო 2011 წელსაც აქტიურად აქვეყნებდა, რაც მაშინდელი ხელისუფლებისთვის ისევე მიუღებელი იყო, როგორც დღეს არის პოროშენკოს მთავრობისთვის.არა და მაშინ ჟურნალისტს ტაშს უკრავდნენ და ადიდებდნენ - წერს წყარო.

სამაგალითოა ასევე პოპულარული უკრაინული საიტის "Страна.UA" მთავარი რედაქტორის იგორ გუჟვას წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო საქმიანობა, რომელიც ამ წლის ივნისში დაიწყო. ცნობისათვის გუჟვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის, იულია ტიმოშენკოს, კუჩმას, იუშენკოს დროსაც მთავარი რედაქტორი და არა ერთი უსერიოზულესი გადაცემის წამყვანი იყო და ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ აგროვებდა მასალებს, თუმცა ის დღემდე მუშაობდა და არც ერთი წინამორბედი პრეზიდენტისგან საფრთხე არ უგრძვნია, განსხვავებით პოროშენკოსგან.

ასევე განიხილავენ კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან კოცაბეს საქმიანობას, რომელიც გასულ წელს დააკავეს და წელიწადნახევარი ანუ დაახლოებით 500 დღე გაატარა ციხეში.

საქმე გვაქვს ჟურნალისტების მიმართ მიკერძოებულ დევნაში, რომლებიც არ ეთანხმებიან რეჟიმის ქმედებებს, თუმცა ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ - ერთი და არც თუ უსაფუძვლო უპირატესობაა ის, რომ ხელისუფლებას მედიამაგნატი ხელმძღვანელობს. ის ფაქტი, რომ პიოტრ პოროშენკო დღეს უკრაინაში პოლიტიკურ და სოციალურ მედიას აკონტროლებს ( ის არა ერთი უკრაინული მედიისა და მედია ჰოლდინგის 100 % - იანი წილის მფლობელია ), არავისთვის გასაიდუმლოებული არაა - წერს news.rambler.ru.

0
46
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0