x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Android-ის 8 საიდუმლო, რომელიც 90%-მა აქამდე არ იცოდით, გაგიმარტივებთ ცხოვრებას

მთელი ოცი საუკუნის მანძილზე ცდილობდა მსოფლიოს ქვეყნები გამოეგონებინათ მოწყობილობა, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში დაამყარებდნენ კონტაქტს. კავშირგაბმულობის კომუნიკაციიდან ბოლოს ფიჭვურმა კავშირმა მოიკიდა ფეხი ფართოდ და პირველად 1989 წელს ფირმა Motorola-მ დაიწყო მობილური ვერსიის წარმოება, რომელმაც წლებთან ერთად განვითარება განიცადა. ბოლო ოცი წლის მანძილზე კი ძალიან დაიხვეწა მისი ფუნქციები და მოხმარების მრავალმხრივობა. გარდა საუბრისა პლანეტის ნებისმიერ წერტილში ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტისთვის, როგორც ფოტო თუ ვიდეო კამერა და სხვა უამრავი... მწარმოებლები ყოველ ახალ მოდელზე კი გვპირდებიან სულ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებს, მაგრამ საინტერესოა, იცოდით კი ეს 8 საიდუმლო თქვენს ანდროიდზე?


image


Android-ის 8 საიდუმლო, რომელიც 90%-მა აქამდე არ იცოდით, გაგიმარტივებთ ცხოვრებას



1. ენერგიის დაზოგვის ყველაზე იოლი და მარტივი გზა. თქვენი ანდროიდის, გნებავთ ტაბლეტის (პადი, პლანშეტი) მოწყობილობისთვის ფონად თუ შავ ან სხვა მუქ ფერს აირჩევთ, ადვილად შეამჩნევთ დამუხტვის გარეშე უფრო ხანგრძლივი დროით რომ იმუშავებს ის. ეს მეთოდი ყველას შემთხვევაში არ ჭრის, თუმცა Samsung-ის ნებისმიერი სმარტფონისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

image



2. ტექსტის ხმოვანი წაკითხვა. თუ სტატიას ანდროიდის საშუალებით კითხულობთ, შეძლებთ არამარტო წაიკითხოთ, არამედ თქვენმა ჭკვიანმა ტელეფონმა ხმოვანი ფუნქციის მეშვეობით წაგიკითხოთ ის. უბრალოდ ფუნქციებში მოძებნეთ "სპეციალური შესაძლებლობები" და გაააქტიურეთ ტექსტის ხმოვანი ფუნქცია.



3. დისტანციური მართვა სმარტფონით. პარამეტრებიდან შედით უსაფრთხოების ველში, სადაც მოძებნით ადმინისტრატორის მოწყობილობას და შემდეგ "Android Device Manager"-ს, დააყენეთ ის დისტანციური მართვის რეჟიმზე. ამის შემდეგ, თუ როდისმე დაკარგავთ თქვენს სმარტფონს, შეგიძლიათ აღადგინოთ მონაცემები და შემდეგ დაბლოკოთ ყველაფერი.




4. სტუმრის რეჟიმი. როდესაც ცოტახნით სხვას უგდებთ ხელში თქვენს სმარტფონს და ამ ხანმოკლე დროის მანძილზეც კი გკლავთ ეჭვი უნდობლობის და არ გსურთ მან თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ გაიგოს, რომელსაც ინახავთ სმარტფონში, უბრალოდ გამოიყენეთ "სტუმრის რეჟიმი". ორი თითის მოძრაობით სმარტფონის ეკრანის ქვედა მხარეზე ჩამოსმით გახსენით ფანჯარა, დააჭირეთ გამოსახულებას მარჯვენა ზედა მხარეს და გაჩნდება "სტუმრის ჩანიშვნა" ( "Add guest") და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ რა ქმედებების გამოყენებას შეძლებს სტუმარი თქვენი ტელეფონიდან.




5. ეკრანის ლუპა. მხედველობა დაქვეითებულები ვერც კი წარმოიდგენენ, ეს ფუნქცია რამდენად გაამარტივებს მათ ცხოვრებას. უბრალოდ გადადით ამ მითითებებზე "Settings -> Accessibility -> Gestures to increase", ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გაზარდოთ ნებისმიერი ჩვენება მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით.

image



6. მოდემის რეჟიმი. იმისათვის, რომ სმარტფონში გამოიყენოთ ინტერნეტი, არ უნდა შეიძინოთ ცალკე 3G მოდემი ან სხვა მოწყობილობა, თქვენი სმარტფონი უმაგათოდაც გაუმკლავდება თავის საქმეს. უბრალოდ პარამეტრებში მოძებნეთ "Wireless Networks", აირჩიეთ "Hot Spot" და WLAN-ის საპირისპიროდ გააკეთეთ ნიშნული. მზადაა, იგი მუშაობს!

image



7. სმარტფონის მართვა თქვენი მოძრაობით. თუ გსურთ სმარტფონი გამოიყენოთ, თუმცა ხელი დაკავებული გაქვთ, ან უბრალოდ ზამთარში გცივათ და თათმანების მოხსნა გეზარებათ, ამ პრობლემის გადაჭრაც მარტივად შეგიძლიათ. ჩატვირთეთ უფასო პროგრამა EVA Facial Mouse და შეძლებთ მართოდ თქვენი Android-ი მხოლოდ თავის მოძრაობით.




8. დამალული თამაში. Android 2.3 Gingerbread-იდან დაწყებული Android-ის სხვა ყველა მოდელით დამთავრებული, პატარა საჩუქრებს გთავაზობთ ის, რომლის მოძებნა არც თუ ისე მარტივია. გახსენით პარამეტრები და გადადით ველზე "ტელეფონის შესახებ", რამდენჯერმე სწრაფად დააწკაპეთ "Android version"-ს და როდესაც ეკრანზე გაჩნდება პატარა ზეფირი მარშმალოუ, მასაც სწრაფად დააწკაპეთ რამოდენიმეჯერ. ამ მოქმედებების შემდეგ გაიხსნება მინი თამაში, რომელიც აქამდე არ გინახავთ.


image



P.S. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც აღმოაჩინონ ეს სიახლეები, რომლებიც გაუმარტივებენ ყოველდღიურობას სმარტფონებთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ.




იხილეთ აგრეთვე:


აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან

აკრიფეთ ეს კომბინაციები და გაიგეთ ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი

თუ თქვენი ტელეფონი მალე ჯდება, ამის ცოდნა არ გაწყენდათ
როგორ დამუხტოთ ტელეფონი, თუ დამტენი გაგიფუჭდათ? ეს ყველამ უნდა იცოდეს
წარმოუდგენელი ფუნქციები თქვენს ტელეფონში, რომელთაც აქამდე არ იყენებდით
იცოდით რისთვის არსებობს კლავიატურაზე ღილაკების ზედა მხარე?
საიდუმლო აპლიკაციები, რომლებიც თქვენს მობილურს აქვს და არ იცოდით
კლავიატურის ღილაკები, რომელთა გამოყენება აქამდე არ იცოდით
აღარ დატოვოთ iPhone ღამე დამტენზე! ამ ამბავმა ყველა შოკში მოიცვა
აი რატომ ჯდება თქვენი " სმარტფონები " ასე მალე
როდესაც Google–ს მოიხმართ, თქვენ გისმენენ. როგორ დავბლოკოთ ეს ფუნქცია?
ის მხოლოდ თქვენი მობილურის ეკრანზე უნდა დადოთ და ჯადოსნობა ნამდვილად გაგაოცებთ

0
940
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
940
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0