საზოგადოება ხრიკები,რომელთა გამოყენებითაც ბევრად უფრო იაფად იმოგზაურებთ 2017, 3 აგვისტო, 14:15 მოგზაურობა-ეს ისეთი შენაძენია, რომლითაც უფრო მდიდარი ხდები. მდიდარი-გამოცდილებით, მოგონებებით, ემოციებით... სხვა ყველაფრისთვის კი ისევ ფულია საჭირო. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თქვენი ბიუჯეტის დაზოგვაში დაგეხმარებიან მოგზაურობის დროს.
1.გამოიყენეთ კომბინირებული მარშრუტები ხშორად, ა პუნქტიდან ბ პუნქტში პირდაპირი ფრენა უფრო ძვირია, ვიდრე, ა პუნქტიდან ც პუნქტში გადაფრენა და იქიდან მატარებლით ჩასვლა ბ პუნქტში. 2.უარი თქვით ავტომობილის დაქირავებაზე მართალია ავტომობილით მგზავრობა უფრო კომფორტულია, მაგრამ დაქირავების ხარჯებთან ერთად პარკინგისთვისაც უნდა იხადოთ, ეს კი თქვენ ბიუჯეტს სასიკეთოდ არ წაადგება. 3.გაეცანით სპეციალურ შემოთავაზებებს ბევრი სატრანსპორტო კომპანია ფასდაკლებას სთავაზობს ტურისტებს. თქვენ შეგიძლიათ მაგალითად გერმანიაში 31 ევროდ შეიძინოთ ბილეთი, რომლითაც მთელი დღე იმგზავრებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაშინ როცა ბილეთი მიუნხენიდან მხოლოდ ნოიშვანშტაინის სასახლემდე იგივე ფასი ღირს. 4.იმოგზაურეთ ბარგის გარეშე უარი თქვით ჩემოდნებსა და მძიმე ბარგზე. ავიაკომპანიების უმრავლესობას მნიშვნელოვანი შეღავათები აქვთ მგზავრებისთვის, რომელთაც ბარგი არ აქვთ. 5.მოინახულეთ მუზეუმები უფასოდ ბევრ მუზეუმს აქვს ვიზიტის უფასო დღეები და საათები. რომის კოლიზეუმში უფასოდ შეხვალთ ყოველი თვის პირველ კვირა დღეს. ასევე, მადრიდის პრადოს მუზეუმში 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, ორშაბათიდან შაბათამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია ეს ინფორმაცია წინასწარ დააზუსტოთ. 6.ნუ ჩაიციკლებით კონკრეტულ თარიღზე ხშირად, ფრენები, რომელთა შესრულების თვე და რიცხვიც ჩვენს მიერ არჩეულ რიცხვთან ახლოსაა, შეიძლება უფრო იაფი იყოს. გამოიყენეთ დაბალი ფასების კალენდარი, რომელიც ბევრ ონლაინ აგრეგატორს აქვს. 346 3-ს მოსწონს
|