x
image
t.x.
რატომ არიან ყავისფერთვალება ადამიანები სხვებზე უკეთესი
image

აი, როგორ გაუმართლათ ყავისფერთვალებებს!

დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანია ყავისფერი თვალებით. ალბათ არც კი იცოდით და მათ თურმე ძალიან გაუმართლათ. ყავისფერთვალებების გამოხედვა ძალიან თბილი და მიმზიდველია. მათი გამოხედვის მერე გულში სითბო და სინათლე ისადგურებს. მაგრამ გარდა ამისა, არსებობს კიდევ ბევრი სასიამოვნო დანამატები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავისფერთვალა ადამიანები ფლობენ ხასიათის უნიკალურ თვისებებს. შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს გენების განსაკუთრებულ ნაკრებთან, რომელიც მოქმედებს არა მარტო თვალის ფერზე, არამედ ხასიათზეც. გაოცდებით და სტატიის წაკითხვის შემდეგ ბევრ თქვენს ყავისფერთვალა მეგობარს ამოიცნობთ.

ყავიფერთვალა ადამიანები მეტად იმსახურებენ ნდობას, ვიდრე ცისფერთვალები. ისინი კომუნიკაბელურნი არიან, მათ გარშემო მუდამ ბევრი თანამოაზრე და მეგობარია, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირომ მის ნებისმიერ წამოწყებას. ეს შესანიშნავია! ენერგიულობა, აქტიურობა, მგრძნობელობა და მოსიყვარულეობა არის მათთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისება. მათ აქვთ განვითარებული ემპათიის (ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა) გრძნობა. ადვილად პოულობენ თავის მოსაწონ სამსახურს და აღწევენ კიდეც წარმატებებს. ისინი ნებისმიერ ადამიანთან გამონახავენ საერთო ენას, ურთიერთობა ხომ ასე მნიშვნელოვანია.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ყავისფერთვალა მამაკაცები ბევრად უფრო ემოციურები არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალისანი. მათ შესწევთ უნარი იგრძნონ, გაუგონ თავის ქალს. გაიზიარონ ყველაფერი მასთან ერთად, ბოლომდე ედგნენ გვერდში.

ყავისფერთვალა ქალი ესაა – ქალი დიდი გულით, ისინი მოსიყვარულენი და გულღიები არიან. ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთონ ახლობლებისთვის, ეს რადაც არ უნდა დაუჯდეთ.

ყავისფერთვალა ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სიკეთე, გულღიობა და თანაგრძნობის უნარი მართალია კარგია, მაგრამ ამით შეუძლიათ სხვებს ბოროტად ისარგებლონ. არავის უნდა მისცენ თავზე დაჯდომის უფლება. ხალხისთვის სიკეთის და კარგი დამოკიდებულების გამოვლენით ისინი ამჟღავნებენ თავიანთ ძალას. ვისაც ეს არ ძალუძს, გულკეთილობას სისუსტედ თვლის და შეიძლება მათთან ქედმაღლობა გამოიჩინოს. ყავისფერთვალებებო, იყავით ყურადღებით გარშემომყოფების მიმართ!

image


რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს


როგორ მოქმედებს მზის და მთვარის დაბნელებები ჩვენზე და რას უნდა ვუფრთხოდეთ



კბილის საცხის 17 უჩვეულო გამოყენება (ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს)



როგორ მოვიქცეთ რომ ის უთქვენოდ ვერ ძლებდეს (10 აუცილებელი რჩევა)






0
332
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
332