x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გოგონას მანქანა დაეჯახა და მძღოლმა ტყეში წაიყვანა. მას გადარჩენის შანსი არა ჰქონდა, მაგრამ…

ეს ამბავი, ახალი წლის წინ, პოლტავაში (უკრაინა) მოხდა. 20 წლის სტუდენტი გოგონა სახლიდან გავიდა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. მას მანქანა დაეჯახა და მძღოლმა, იმის ნაცვლად, რომ სავადმყოფოში წაეყვანა, ჩადენილი დანაშაულის დასაფარად და «ნივთმტკიცებულების» გასაქრობად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსხვერპლი ტყეში წაიყვანა და იქ დატოვა.
იმ პერიოდში, გოგონა ნათესავებთან ცხოვრობდა და როდესაც სახლში დროზე არ დაბრუნდა, ოჯახმა ნერვიულობა დაიწყო. ამას ისიც დაემატა, რომ გოგონა ტელეფონზეც არ პასუხობდა. ამიტომ, ნათესავებმა პოლიციას მიმართეს.
მაშინვე დაიწყო ძებნა, რომელიც სულ 6 საათი გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ პოლიციაში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა დარეკა. როგორც გაირკვა, მასთან გოგონა მივიდა თავის ტრამვით, ზედა სამოსის გარეშე (სავარაუდოდ, ქურთუკი მძღოლმა გახადა, რომ გაყინულიყო). მას მეხსიერება ჰქონდა დაკარგული და მხოლოდ ის ახსოვდა, რომ როდესაც გონზე მოვიდა – ტყეში იყო და სახეს ძაღლი ულოკავდა.

როგორს აღმოჩნდა, სასიკვდილოდ განწირული გოგონა უპატრონო ძაღლმა იპოვა და მანამდე დარჩა მასთან, ვიდრე ის გონზე არ მოვიდა. ძაღლი მის გვერდით დაწვა და ასე ათბობდა ზამთრის ცივ დღეს.

როგორც პოლიციის თანამშრომელმა ოლეგ ბეხმა განაცხადა: «გოგონა სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ის ძაღლმა იპოვა».


image


ძაღლები – ძალიან ერთგული მეგობრები არიან და მათთვის ღალატი უცხოა. ისინი მზად არიან უცნობ ადამიანებსაც აღმოუჩინონ დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ!

P. S. რაც შეეხება დამნაშავე მძღოლს, ის ვერ იპოვეს და დღემდე დაუსჯელი არის.

image

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image


* ძაღლმა თავი გასწირა და 8 თვის ბავშვი გადაარჩინა

* ახალშობილი გადააგდეს და ის მოკვდებოდა, რომ არა...

* ყველას ეგონა, რომ ეს კნუტი მოკვდებოდა, მაგრამ ის შეხვდა ჰასკის და ...

* მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ

* ისინი იმდენად კარგები არიან – დაუჯერებელია, რომ რეალურად არსებობენ

0
909
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
909
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0