x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცხიმო მჭადი ყველის გულსართით
image


ვინც სენდვიჩების საცხობი გამოიგონა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად, მჭადის გამოცხობაზე ფიქრობდა. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ სენდვიჩების საცხობში, მჭადი ბევრად უფრო სწრაფად ცხვება, ვიდრე ტაფაში ან ღუმელში. გარდა ამისა, მასში ცხობისას, საჭირო არ არის ცხიმი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მჭადი რბილი და ფუმფულა გამოდის.


მასალა:


მჭადის ფქვილი – 3-4 ჭიქა

თბილი წყალი – რასაც შეიზელს


მარილი – 0, 5 ჩ. კ.

ყველი ქარხნული (მაგარი) – 100 გრ.

შენიშვნა: ყველის გარეშეც შეიძლება, ჩვეულებრივი მჭადის გამოცხობა.

image

imageმომზადება:


I. ჩაყარეთ ფქვილი თასში > დაამატეთ მარილი და კარგად შეურიეთ ფქვილს > დაამატეთ თბილი წყალი ნელ-ნელა > მოზილეთ რბილი ცომი.

II. ცომი გაყავით პინგ-პონგის ბურთებზე ოდნავ დიდ გუნდებად.

III. დაჭერით ყველი 1 სმ-ს კუბიკებად > უკვე გამზადებული გუნდების ცენტრში 3 ნააჭერი ყველი მოათავსეთ და ცომი ისე შეკარით, რომ ყველი არა ჩანდეს > მიეცით გუნდას რაგბის ბურთის ფორმა.

IV. გააცხელეთ სენდვიჩების საცხობი > მოათავსეთ შიგნით 4 გუნდა და დაახურეთ (ხელით ნუ შეეცდებით ფორმის მიცემას, შეიძლება მეტისმეტად გააბრტყელოთ და საცხობის ზედა მხარე ცომს ვეღარ შეეხოს).

როდესაც საცხობიდან ორთქლის გამოსვლა შეწყდება, შეგიძლიათ ახადოთ, მჭადები ამოიღოთ და შემდეგი 4 მჭადი გამოაცხოთ.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageრჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image


4
1136
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1136
  
2022, 23 ნოემბერი, 21:46
მე სულ ასე ვაცხობ და კარგი გამოდის. თან, გადაბრუნებაც არ უნდ.
2022, 21 ნოემბერი, 21:42
გამოგივიდათ?
2017, 3 აგვისტო, 14:51
დავარქვათ ჭადვინჩი)) ისე კი ნამდვილად უნდა ვცადო)
2017, 3 აგვისტო, 13:37
რა საინტერესოა, ნამდვილად არ მიფიქრია სენდვიჩის აპარატით თუ შეიძლებოდა გამოხობა. უნდა ვცადო :)
0 1 4