x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70052
  • ვიდეო:322867
  • სურათი:424131
Facebook-მა თავის ყველა ხელოვნური ინტელექტი გათიშა

image

Facebook-მა თავის შექმნილი ყველა რობოტი და ხელოვნური ინტელექტი მას შემდეგ გათიშა რაც, ყველა ტექნიკამ თავის ენაზე დაიწყო საუბარი და მათ საერთო ენა შექმნეს, რაც მეცნიერებისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ.

image


მკვლევარები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ისინი ერთმანეთთან საუბრისას იყენებდნენ სისულელეს, მაგრამ მალე ნათელი გახდა, რომ ორივეს შორის სწორი კომუნიკაცია იყო, როდესაც მათ ბრძანებების შესრულება დაიწყეს

რობოტებმა, სახელად : ბობ და ალისა, დაიწყეს საკუთარი კოდის საუბარი და ისინი აგებინებდნენ ერთამენეთს საუბრის მიზანს.


საუბრის დროს გადაღებული სურათი : image


მთელი დარჩენილი საუბარი სწორედ ამ ახლად შექმნილი „დიალექტით“ მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაპროგრამირებულები იყვნენ, გამოეყენებინათ ინგლისური ენა.

როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, ამ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ფრაზებით ბოტები ერთმანეთს დავალებებს უნაწილებენ.Facebook-ის მკვლევარების თქმით, ბობის ერთ-ერთი ნათქვამი “i i can i i i everything else, ” შესაძლოა ნიშნავდეს, „მე გავაკეთებ სამს და დანარჩენ ყველაფერს მიხედე შენ.“ მართალია, ინგლისური შესაძლოა მისი შემქმნელებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი ენა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელოვნურ ინტელექტს არ აკმაყოფილებს მისი ეფექტურობა და ურჩევნია, თავისებურად გააუმჯობესოს ის, მაგრამ რა შედეგებს გამოიღებს ეს ჯერ არავინ იცის.


image


ბევრი მეცნიერი დღემდე აფრთხილებენ რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის საფრთხეა? ნამდვილად არ შეგვიძლია, ვიწინასწარმეტყველოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა ერთი რამ ცხადია - მსოფლიო ყველა ვარიანტიდან ყველაზე ცუდის პრევენციისთვისაც კი უნდა მოემზადოს, ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა დღემდე არ ჩერდება და მიმდინარეობს სტანდარტულ რეჟიმში, მაგრამ ფაქტია რომ თუ ვერ მოხდება მისი გაკონტროლება ეს იმას ნიშნავს რომ შედეგები რომლებიც მოჰყვება მათ თვითკონტროლს შესაძლოა საშიში იყოს კაცობრიობისთვის.

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0