x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გერმანელი მამაკაცი ყოველდღიურად სამსახურში ცურვით მიდის,რომ საცობები აიცილოს თავიდან
imageმამაკაცმა სახელად ბენჟამინ დევიდმა(Benjamin David)მიუნხენიდან იპოვა სამსახურში მგზავრობის არაჩვეულებრივი საშუალება.


იმისთვის, რომ აერიდოს გამონაბოლქვს, ხმაურს, საცობებს და მანქანებიდან გამუდმებულ გინებას, იგი ყოველ დილით სამსახურში ცურვით მიდის.


ყოველ დილით ბენჟამინი სპეციალურ წყალგამძლე ტომარაში ალაგებს საჭირო ნივთებს და 2 კილომეტრი მიცურავს მდინარე იზარში, იმისთვის რომ სამსახურამდე მიაღწიოს.საღამოს 6 საათზე ბენჟამენი იგივე გზას გადის ცურვით სახლამდე.ასე გრძელდება ყოველ სამუშაო დღეს.

image


ბენჟამინმა აღნიშნა, რომ ცივ ამინდში სპეციალურ ჰიდროკოსტუმს იცვამს.ასე, რომ საკმაოდ თბილად და კომფორტულად ცურავს და არავითარი პრობლემა არა ექმნება, მხოლოდ იმ ადამიანების გამოკლებით, რომლებიც ხანდახან სანაპიროდან დასცინიან.


დროდადრო მას ინტერნეტითაც დასცინიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც იწონებენ მის უცნაურ საქციელს და ზოგი სურვილსაც კი გამოთქვამს მიბაძოს მას.



0
323
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0