x
image
ვიზა კოხაძე
მაიკ პენსის გზავნილები საქართველოს

image
საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა თვითერის საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი დაწერა: - "შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას... ამერიკა ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით." ცოტა ხნის წინ დასრულდა ვიცე - პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა ქართველ და ამერიკელ სამხედროებზე: - " ...თქვენ გაუწოდეთ ამერიკას მეგობრობის ხელი და ამერიკამაც იგივე გააკეთა. 25 წელი გავიდა ჩვენი მეგობრობისა და ათასობით სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა ამერიკელებთან ერთად ერაყში, კოსოვოში... დღეს ჩვენ მოვიხსენიებთ 31 სამხედრო დაღუპულს... ეს წვრთნები საშუალებას აძლევს საქართველოს რომ თავი დაიცვას მომავალში, საქართველომ ბევრს მიაღწია, საქართველო ლიდერია რომელიც თავდაცვის სფეროში უდიდეს თანხებს ხარჯავს. ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებს ვარწმუნებ, რომ ამერიკა უნდა გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, უდიდესი თანხები უნდა ჩაიდოს თავდაცვაში, მას შემდეგ, რაც დასრულდა ცივი ომი.ჩვენ ვდგევართ თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე, რომელმაც დიდი დარტყმა განიცადა რუსული ოკუპაციისგან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსულ ოკუპაციას, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრითაა საზღვრიდან და რომელსაც ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული... ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მიწა - წყლის ოკუპაციას.ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არც ერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის.გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ პრამპი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს აგრესია. უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას... თუმცა იმედი გვაქვს, რომ მალე დადგება დრო რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის.

ამერიკა საქართველოს გვერდზე მუდამ დგას და ტრამპის დროსაც ასე გაგრძელდება...ჩვენ გვერდზე გიდგავართ, იმიტომ რომ ქართული ანდაზა ამბობოს: - " ძალა ერთობაშია".შესაბამისად, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, თავისუფლების რწმენა განმტკიცდება. ჩვენ ვეწვიეთ პატრიარქს, სიონის ტაძარში, რომელიც 1000 წლისაა ეს არის სიმბოლო, რომელიც აძლიერებდა ამ ქვეყანას. მე ერთი ერთი წმინდა წერილი მახსენდება - " ღმერთის რწმენა თავისუფლებაა". დღეს ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ...დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა და საქართველო მომავალში მოკავშირეები გავხდებით ჩრდილო - ატლანტიკურ ალიანსში. ჩვენი მთავარსარდლის კურსის სისწორის რწმენით, ღმერთის დიდი რწმენით უფრო ძლიერები ვიქნებით"...imageimage

0
47
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0