x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ეწინააღმდეგებოდა მოსკოვი "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვებას
image


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას უმასპინძლა.ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.


შემდეგ პრემიერმა ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.. კვირიკაშვილმა და პენსმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს. ანსამბლმა „რუსთავმა“ „ჩაკრულო“ შეასრულა.


"დიდი მადლობა, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო - 40 წლის წინ ნასა-მ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“ „ვოიაჟერის“ მეშვეობით, კოსმოსში გაგზავნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი.
კარლ საგანმა, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო, სიმღერა ფირფიტის საბოლოო ვერსიაში შეიტანა. ნასა-ს გუნდს დაუკავშირდნენ მოსკოვიდან და აღნიშნეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და ამდენად, ქართული ხალხური სიმღერა ამ ჩანაწერთა სიაში არ უნდა ყოფილიყო.

რუსეთის წნეხის მიუხედავად, კარლ საგანმა და ნასა-მ „ჩაკრულოს“ დაუჭირეს მხარი. სულ ახლახან, „ვოიაჟერი“, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხომალდი, მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სივრცეში გავიდა. ამდენად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული უსასრულო, ძმური ურთიერთობების აღსანიშნავად, მინდა ვთხოვო ჩვენს მომღერლებს შეასრულონ ეს სიმღერა"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ 1977 წელს ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული "ჩაკრულო", ნასამ კოსმოსში გაგზავნა.


2001 წელს კი ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი; „ჩაკრულო“ შევიდა იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.


ჩაკრულო(ტექსტი)


ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა,
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე,
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა


ხმალო ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.


მტერო დამჩაგრე არ ვსტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია,
მაცადე ერთი ავლესო,
ხმალ–ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმინდათ მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია...






1977 წელს გაშვებულ "ვოიჟერის" ოქროს ფირფიტაზე ჩაწრილია 115 სურათი, ბუნებრივი ხმები( ტალღის, ქარის, ქუხილის), ფრინველების და ვეშაპების ხმები და ა.შ.)სხვადასხვა კულტურის და ერის რჩეული მუსიკალური ნაწარმოებები, ორმოცდაცხრამეტ ენაზე წარმოთქმული მისალმებას, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის და გაეროს გენერალური მდივნის კურტ ვალდჰაიმის ბეჭდვითი შეტყობინება.

image

მეორე აუდიო ნაწილი შეიცავს სიტყვიერ მისალმებას 55 ენაზე, მათ შორის ჩინურის ოთხ ვარიანტს (მონიშნული ** სიმბოლოთი), 12 სამხრეთ აზიურ ენაზე (# სიმბოლოთი) და ხუთ ძველ ენაზე (§ სიმბოლოთი). ყველა ენაზე მისალმება სხვადასხვა კომბინაციითაა და არ მეორდება.მაგალითად ტაილანდულ ენაზე (მთქმელი რუჩირა მენდიონესი):"გამარჯობა შორეულმიწელო მეგობრებო. ჩვენ აქედან ყველას თბილ მისალმებას გიგზავნით.


ან ლათინურად:(მთქმელი ფრედერიკ აპლი):"ვინც არ უნდა იყოთ, მოგესალმებით; თქვენ მიმართ კეთილგანწოყბილები ვართ და მთელ კოსმოსში მშვიდობა გვსურს"


მისალმება ქართულ ენაზე არ არის, არის ჩვენ მეზობელ სომხურ ენაზე:(მთქმელი არახი ტერზიანი) :"ყველას, ვინც ამ სამყაროში არსებობს, მოგესალმებით"


image


0
414
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0