x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვერცხლის მაგია. რატომ არის აუცილებელი ვერცხლის სამკაულის ტარება

სუფთა ვერცხლი (Argentum, Ag) — თეთრი მბზინავი და ძალიან რბილი ლითონი, დედამიწაზე 20-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ოქრო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძვირფასი ლითონების კატეგორიაში შედის.

ვერცხლი — ცოცხალი ორგანიზმების განუყოფელი ნაწილია. ეს მიკროელემენტი აუცილებელია ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ის ახდენს გამაახალგაზრდავებელ გავლენას სისხლზე და დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ყველაზე დიდი რაოდენობით ვერცხლს, მოცულობით ერთეულზე გაანგარიშებით, თავის ტვინი (ნერვული უჯრედის ბირთვის აუცილებელი ელემენტია), ენდოკრინული სისტემის ჯირკვლები, თვალის ფერადი გარსი და ძვალი შეიცავს.

ძველთაგანვე ცნობილია ვერცხლის სამკურნალო და მაგიური თვისებების შესახებ. ითვლებოდა, რომ «მთვარის» ლითონს ორგანიზმს გაახალგაზრდავების, ჭრილობების შეხორცების და სხვადასხვა დაავადების განკურნების უნარი გააჩნდა. გარდა ამისა, მას თილისმების დასამზადებლადაც იყენებდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ადამიანს ბოროტი თვალის და ნეგატიური ენერგიისგან იცავდა.


image


ვერცხლი ერთ-ერთი პირველი ლითონია, რომელსაც პლასტიურობის გამო, ადამიანები საკულტო ნივთების, ჭურჭლის და სხვადასხვა სახის სამკაულების დასამზადებლად იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში, იყო პერიოდი, როდესაც ვერცხლი ოქროზე ძვირად ფასობდა. წერილობითი წყაროების მიხედვით, ვერცხლის სამკაულს და სამოსის აქსესუარებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ატარებდნენ.

ვერცხლი უკვე 6 000 წელია აქტუალობას ინარჩუნებს და განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. და მაინც, რა არის მასში ისეთი, რის გამოც, ოქროს «გაპიარების» შემდეგაც კი, ის არ დაივიწყეს და საიუველირო მაღაზიებში, ოქროს გვერდით, ადგილი საფუძვლიანად დაიმკვიდრა.

ვერცხლი, მაგიური და ჯადოსნური თვისებების გამო, ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ წყალი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე (მინიმუმ 10-12 სთ.), ვერცხლის (ვერცხლი აუცილებლად 999 სინჯის უნდა იყოს) ჭურჭელშია ნადგომი, სამკურნალო თვისებებს იძენს. ვერცხლის ამ თვისებას, ომის დროს, საველე ქირურგიაში იყენებდნენ. ბირმა (დღეს ნიანმარი) — ასამის (ინდოეთი) სტრატეგიული გზის გაყვანის დროს (1942-1945 წწ.), ინგლისელმა რ. ბენტონმა, ვერცხლის მეშვეობით, ქოლერა და დიზინტერია შეაჩერა, რომელიც მშენებლობაზე მძვინვარებდა. მან მუშებისთვის, ვერცხლის წყლით დეზინფიცირებული სასმელი წყლის მიწოდება უზრუნველყო და ეპიდემია შეაჩერა.



image


ოსმალეთის იმპერიაში და ზოგიერთ სხვა მუსულმანურ ქვეყანაში, მდიდრები ჰარემებში ვერცხლის მასაჟორებს იყენებდნენ, კანის გასაახალგაზრდავებლად და სილამაზის შესანარჩუნებლად. შვეიცარიაში კბილის ტკივილის დროს, ვერცხლის მონეტას იდებდნენ პირში. ხოლო, ეკატერინე II ფავორიტმა გრაფმა ორლოვმა იცოდა რა, ვერცხლის სამკურნალო თვისებების შესახებ, მხოლოდ ვერცხლის ჭურჭელს იყენებდა. მის სასახლეში 3 000 ვერცხლის ნივთი იყო, რომლის დამზადებაზე 2 ტ-ზე მეტი ვერცხლის ლითონი დაიხარჯა.

ბევრ ერს წარსულში, ბნელი ძალებისგან თავის დასაცავად, ტრადიციად ჰქონდა ვერცხლის თილისმების და სამკაულის ტარება. მაგ., ძველ ირანში თვლიდნენ, რომ ვერცხლის სამკაულის ტარება, იმუნიტეტს აძლიერებდა და სხეულს აახალგაზრდავებდა. ხოლო ინგლისელი კოლონიზატორები, ინდოეთში, წყალს მხოლოდ ვერცხლის მათარიდან სვამდნენ და კუჭ-ნაწლავის დაავადებები ბევრად უფრო იშვიათად ემართებოდათ, ვიდრე უცხო ქვეყანაში ჩასულ, რიგითი ინგლისელებს. XX საუკუნის დასაწყისში, ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ვერცხლის შემცველ პრეპარატებს ფართოდ იყენებდნენ მედიცინაში.



image


ვერცხლი მართლაც რომ საოცარი ლითონია – ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამეცნიერო კვლევების ჩატარების შემდეგ, დადასტურდა საუკუნების სიღრმიდან მოსული ინფორმაცია, ამა თუ იმ ნივთის მაგიური თვისებების შესახებ.

თავდაპირველად, მეცნიერებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ვერცხლის ჭურჭლით მართლაც შესაძლებელია წყლის დეზინფიცირება. თუმცა, ანტიბიოტიკების აღმოჩენის შემდეგ, ვერცხლით წყლის გაწმენდის საჭიროებამ აქტუალობა დაკარგა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკების უპირატესობა, ვერცხლთან შედარებით, მეტად გაზვიადებული და საეჭვო არის, რადგან ვერცხლი 650 სახის ბაქტერიაზე ახდენს გავლენას, ხოლო ნებისმიერი ანტიბიოტიკი, მხოლოდ 5–12 სახეობაზე მოქმედებს (ე. ი. ვერცხლის ჩასანაცვლებლად, თეორიულად, მინიმუმ 55 სახის ანტიბიოტიკის გამოყენება არის საჭირო). ამასთან, ანტიბიოტიკებს უკუჩვენებებიც გააჩნია და შეიძლება საზიანო იყოს ორგანიზმისთვის (ძლიერი ანტიბიოტიკი ყველაზე მეტად კუჭს აზიანებს). გარდა ამისა, ანტიბიოტიკის ხანგრძლივი დროის მანძილზე მოხმარების შემთხვევაში, მისი მოქმედება მალევე სუსტდება. და კიდევ, ანტიბიოტიკებმა შეიძლება ალერგიული პროცესები და დისბაქტერიოზი გამოიწვიოს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის მიკროფლორაზე.

ვერცხლს კი, – უკუჩვენებები არ გააჩნია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ «ვერცხლის წყალი» პატარა ბავშვებისთვის არ შეიძლება.

და კიდევ, ვერცხლის ჭურჭლის ნაცვლად, წყლის დეზინფიცირებისთვის, ვერცხლის მონეტის ან კოვზის გამოყენება შეიძლება (3 გრ. ვერცხლი – 1 ლ. წყალზე), მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მისი სინჯი 999 არის. ვერცხლის წყალში მოთავსების წინ, ის სოდით უნდა გაიწმინდოს.


image


ბოლო დროს, თანამედროვე მედიცინაში ვერცხლით მკურნალობის «აღორძინების ხანა» დაიწყო. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ვერცხლი იმუნიტეტს ამაღლებს და ქსოვილების რეგენერაციას ახდენს. ამასთან, აუცილებელი არ არის ვერცხლის შემცველი პრეპარატების მიღება. ის მაშინაც ახდენს გავლენას ორგანიზმზე, როდესაც სამკაულის სახით ატარებენ. გარეგანი შეხებით ვერცხლის ორგანიზმზე გავლენის მექანიზმის ახსნა რთული არ არის – ის კანზე ისევე მოქმედებს, როგორც წყალზე. ამიტომ არის, რომ ვერცხლის სამკაული სასარგებლო გავლენას ახდენს იმუნიტეტზე, შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

დღეს ვერცხლისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები ისევ მოდაშია. ამასთან, ამ სამკაულების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დიდი რაოდენობით «ასხმის» შემთხვევაშიც კი, ადამიანი ვულგარულად არ გამოიყურება.

ვერცხლის სამკაულის ტარება შეიძლება, როგორც ყოველდღიურ სამოსთან ერთად, ისე საღამოს კაბაზე (აქ აქცენტი ქალის სამკაულზეა გაკეთებული, თუმცა ვერცხლის ტარება მამაკაცებსაც შეუძლიათ, თუნდაც ვერცდლის საათის ან სამაჯურის სახით). და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამკაულის შერჩევისას, შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელოთ, ამ მხრივ, არანაირი წესი და რეკომენდაცია არ არსებობს.

imageimage

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ალქიმიკოსების ოქრო
* რატომ ღირს ბრილიანტი (ალმასი) ასე ძვირი?! რეალური მიზეზი ბევრმა არ იცის
* სამკაულის და სხვა აქსესუარების ტარების 10 წესი


* ბეჭდის ზომის დადგენა სახლის პირობებში






0
825
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
825
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0