x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
კატები – ყველაზე საოცარი არსებები დედამიწაზე (+ გულისამაჩუყებელი ფოტოები)
image


უამრა ადამიანს უყვარს ცხოველები და მათ შორის, კატებიც. საერთოდ, ცხოველებისადმი სიყვარულის მიხედვით, ადამიანები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: არიან ძაღლების მოყვარულები და კატების მოყვარულები. თუმცა, ვისაც კატები უყვარს, შესაძლოა, არც კი დაფიქრებულა, თუ რით დაიმსახურეს ამ ცხოველებმა მათი ადამიანების ესოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული.

image

imageimageimage


კატები – საოცარი ქმნილებები არიან, რამდენ სიამოვნებას გვანიჭებს მათზე დაკვირვება, მათი მონაწილეობით, ვიდეორგოლების ნახვა, როგორ სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს მათზე დაკვირვება პატარებს!


imageimageimage


კატები უდიდეს სიხარულს გვანიჭებენ და დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში.


imageimageimage


ისინი ძალიან მხიარული და ჭკვიანი ცხოველები არია, მარტივად ეგუებიან ყველანაირ პირობებს, სწრაფად სწავლობენ და განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას არ საჭიროებენ.



imageimageimage


კატები დამოუკიდებლები არიან. ისინი, ძაღლების მსგავსად, არ ითხოვენ პატრონებისგან ყურადღებას, შესანიშნავად გრძნობენ პატრონის განწყობას და ზედმეტად არასდროს აწუხებენ მას.


imageimageimage


კატებს დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარი, ქვიშის ტუალეტით სარგებლობა. მათ უნიტაზითაც შეუძლიათ სარგებლობა, თუ ჩვენ ცოტაოდენ ძალისხმევას გამოვიჩენთ და ვასწავლით, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ.


imageimageimage
კატებს გასეირნება არა სჭირდებათ. ისინი ამ მხრივაც დამოუკიდებლები არიან. ჩვენს გარეშეც მშვენივრად სეირნობენ და ყოველთვის სახლში ბრუნდებიან.


imageimageimage
კატები კარგად ეწყობიან ბავშვებს და მაშინაც კი, როდესაც თამაშის ხასიათზე არ არიან, თავს არიდებენ ბავშვებთან ურთიერთობას და უბრალოდ მიდიან. კატა არასდროს მიაყენებს ზიანს პატარას.


imageimageimage


ისინი ჩუმი ცხოველები არიან. რა თქმა უნდა, ხანდახან კნავიან, ხან ხანგრძლივად და დაჟინებით, მაგრამ ეს გამონაკლისია და იმის მანიშნებელია, რომ ცხოველს რაღაც უჭირს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, კატები ჩუმად არიან და ზედმეტად ხმას არ გამოსცემენ.


imageimageimage
კატები ძალიან სუფთა ცხოველები არიან. ისინი გამუდმებით ილოკავენ ბეწვს და სუნი საერთოდ არა აქვთ.


imageimageimage
იმ შემთხვევაში, თუ პატრონს არ უნდა კატის გარეთ გაშვება, კატას შეუძლია სახლში ან ბინაში წლების მანძილზე ცხოვრება ისე, რომ გარეთ საერთოდ არ გავიდეს. ამ შემთხვევაში, ის არასდროს დაავადდება სხვადასხვა დაავადებით, არ გაუჩნდებათ ტილი და რწყილი.


imageimageimage


კატები – ნადირობისთვის არიან დაბადებულები. ისინი მხოლოდ თაგვებზე კი არა, ბუზებზე, ობობებზე და სხვა სახის მწერებზეც ნადირობენ. მათთვის ხომ ნადირობა – თამაშია, რაც დროის საუკეთესოდ გატარებს ნიშნავს.


imageimageimage


კატები ძალიან მხიარული და ხალისიანი ცხოველები არიან. ისინი ყოველთვის გვართობენ თავიაანთი ქცევით. გარდა ამისა, ძალიან გულადები, ჭკვიანები და ცნობისმოყვარეებიც არიან და ამიტომ, ხშირად ხდებიან სხვადასხვა სახალისო ისტორიის გმირები.


imageimageimage


ისინი წარმოუდგენლად მგრძნობიარენი არიან. მათ ყოველთვის ზუსტად იციან, თუ როგორ ხასიათზე ვართ და რა უნდა გააკეთონ ჩვენს დასამშვიდებლად, ტანჯვის ან ტკივილის შესამსუბუქებლად.
და ეს მხოლოდ ნაწილია მიზეზებისა, თუ რატომ გვიყვარს ჩვენ ეს საოცარი არსებები.


imageimageimageimage
image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?

მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ

რას ნიშნავს – იყო კატა? კატებზე დაკვირვების უახლესი შედეგები

10 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ

image

0
477
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0