x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
6 მარტივი მეთოდი ჯანმრთელობის შესამოწმებლად
თუ ექიმთან ვიზიტი არ გხიბლავთ, მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა


1.თვალები

image

მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით, დახუჭეთ ერთი თვალი და დააკვირდით წრეს. თუ შავი ხაზებიდან რომელიმე უფრო მუქად გეჩვენებათ სხვებთან შედარებით, მაშინ ნუ დაიზარებთ და ოფთალმოლოგს ეწვიეთ.



2.მოქნილობა

image

დაჯექით იატაკზე, ფეხები წინ გაჭიმეთ და შეეცადეთ ხელის თითებით ფეხისას შეეხოთ. თუ ადვილად გამოგდით, მაშინ თქვენი სხეული ფორმაშია. თუ გიძნელდებათ, სასურველია სპორტით დაკავდეთ, რომ სხეული არ მოეშვას და სახსრები არ დასუსტდნენ.


3.გული

image

5 წუთით მოდუნდით და სიჩუმეში იყავით. შემდეგ 4 თითი მეორე ხელის მაჯის შიდა მხარეს, პულსზე დაიდეთ. დანიშნეთ 1 წთ და დაითვალეთ დარტყმის რიცხვი. 10 წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ნორმად ითვლება 60-100 დარტყმა წუთში. თუ პულსაციის რიცხვი მეტია ან ნაკლები, მაშინ სასურველია კარდიოლოგს მიმართოთ პროფილაქტიკისთვის.


4.თითები

image

ჩაასხით ჭიქაში ძალიან ცივი წყალი და ჩაყავით შიგ თითები 30 წამით.თუ თითის წვერები გათეთრდა ან გალურჯდა, სისხლის მიმოქცევა დარღვეული გაქვთ.სასურველია ამ დროს თავი აარიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას.


5.სასუნთქი სისტემა

image

თქვენს წინ დაიჭირეთ ანთებული ასანთი. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, თან შეეცადეთ, რომ ასანთი ჩააქროთ. თუ ცეცხლის ჩასაქრობად რამდენიმე ცდა დაგჭირდათ, ე.ი. სასუნთქი სისტემა შესუსტებულია. ამის მიზეზი კი შეიძლება მოწევას, პასიური ცხოვრების წესს ან სასუნთქი გზების პრობლემებს უკავშირდებოდეს.


6.სითხის შეკავება

image

დააწექით ცერა თითებით ტერფის ზედა ან ქვედა ნაწილს და აუშვით რამდენიმე წამში.თუ ჩადრეკილი ადგილები დარჩა, ე.ი. თქვენი ორგანიზმი წყალს იკავებს. რეკომენდებულია შეამციროთ მარილის დოზა და გადამუშავებული პროდუქტების მიღება.

0
559
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0