x
image
ნინო ბაისონაშვილი
ქალი საქართველოდან: დედა, მხევალი , ცოლი ან ,,ნაშა,,


დღეს მზიურში ფილმ“ ქალები საქართველოდან“ პრეზენტაციაა. რომელმა ფილმმა რა უნდა გვითხრას იმაზე მეტი, რასაც ყოველდღე არ ვუყურებთ, არ განვიცდით, არ ვიტანთ და არ ვეგუებით ქალები საქართველოდან?

ალბათ ყოველი მესამე ან მეოთხე ოჯახიდან ქალი ემიგრაციაშია წასული და უმძიმეს სამუშაოს ასრულებს, რათა ოჯახი არჩინოს, შვილებს სარჩო, მომავალი და განათლება მისცეს და ეს

ყველაფერი უმცირესი გროშების სანაცვლოდ. ისინი მხოლოდ შვილებს არ

არჩენენ, -ქმრებსაც . ქმრები კი,
თავისმხრივ, “ბირჟაზე“ ათასობით უსაქმურს ცოლის მიერ გამოგზავნილი ფულით.

ქალები რამდენიმე კატეგორიად იყოფიან საქართვლოში : “ნაშები“, ცოლები, “ბოზები“ ანუ მეძავები, დაიკოები “ კაი ბიჭის დაიკოები“ და ასე შემდეგ.

ნაშები ის ქალები არიან, რომელთაც იმას აკადრებენ “ კაი ბიჭები“, რასაც ცოლს ვერა ანუ ერთგვარი სექსუალური პრაქტიკის საგნები პოტენციური ქმრებისთვის. ქმრებმა კი შემდგომში ერი

უნდა გაამრავლონ. დიახ, ის პრაქტიკის გავლის საშუალებაა და არავითარ შემთხვევაში პოტენციური ცოლი. ცოლი სხვა გახდება: უმწიკვლო რეპუტაციის მქონე, მორჩილი, დამჯერი, ქალიშვილი გოგო, თუნდაც თვრამეტ წლამდე. მეტიც, მით უკეთესი ასე თუ

იქნება. ჯობს თავად გაზარდო.





ახლა ვინაა ცოლი? ცოლი ეს, ძირითადად, მექანიკური არსებაა: მან არ იცის დაღლა, ის გაუჩერებლად გვის, ასუფთავებს, რეცხავს, უვლის და

ზრდის
ბავშვებს და არა

მხოლოდ ბავშვებს. ცოლი:-ეს

რეპროდუქციული მანქანაა, რომელიც პირველ პირობას აკმაყოფილებს, ქალიშვილი იყოს ანუ “წმინდა“.



აი, იმ დროს, მამებს რომ ახალმოწიფული ვაჟები რამდენიმე ლარად ან მანეთად თავად მიყავდათ“დასავაჟკაცებლად“.

ეს კატეგორია, რაღა თქმა უნდა, უდიერ მოპყრობას და

თუ საჭიროა, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც იმსახურებს. ის ხომ

“სიძვის დიაცია“ და ღირსება არ გააჩნია, თუმცაღა საჭირო დიაცია.

image






“კაი ბიჭის დაიკოები“ ისინი არიან, ვისაც უბანში პატივი უნდა სცე,

ვისთანაც სექსი არ შეიძლება. თუ ვინმე შეაწუხებს, “კაი

ბიჭი“ თავს მოვალედ გრძნობს, ჩაერიოს და აუხსნაას, რომ “კაი ბიჭის “ დაიკოს შეწუხება არ შეიძლება. თუ არ გაგიმართლა და

“ კაი ბიჭი“, რაც ხშირად უფროს ძმას ნიშნავს, არ

გყავს მფარველ ანგელოზად, მაშინ თავად შავსათვალიანი, მხრებში მხრილი “ კაი ბიჭი “შეგაწუხებს.

თუ ხარ ქალი საქართველოდან, რომელიც არ სცნობ ქუჩას, როგორც ისნტიტუციას, არ

აღიარებ მის ავტორიტეტს, არ

იზიარებ პატრიოტიზმის ქსენოფობიურ არსს და იდეალს და საჯაროდ აკრიტიკებ, მაშინ ყოფილი “ძველი ბიჭები“ გაერთიანდებიან და

მიწასთან გაგასწორებენ, გაუპატიურებით დაგემუქრებიან, მერე შეშინდებიან და

“ვაჟაცურად“ წაიღებენ უკან საკუთარ სიტყვას.

თუ თქვენ ხართ ქალი
საქართველოდან, თქვენ შეიძლება გცემონ, მოგკლან ეჭვიანობის ნიადაგზე და სამეზობლომ, როგორც თვითაღიარებულმა სასმართლომ ეს გაამართლოს! თქვენ ხომ გამომწვევად იცვამდით და არც

თუ კარგი რეპუტაცია გქონდათ. ეს რეპუტაციაც, რაღასაკვირველია,

ხშირად ათასი უმუშევრის და უსაქმურის შეთითხნილი ჭორებიდან გამომდინარეობს.

თუ თქვენ ბრძანდებით ქალი საქართველოდან და სოლიდარობას უცხადებთ დაჩაგრულ ქალებს, თქვენ შეირაცხებით: ეშმაკის მოციქულად“, “ სოროსის ლეკვად“, “სიძვის დიაცად“ ან სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ქალად. რადიკალი “ვაჟკაცების“ აზრით, თქვენი ადგილი არ

არის პარლამენტში და არც

ჯარში, რადგან საჭირბოროტო, საერო საკითხებს მამაკაცი უნდა წყვეტდეს იმ მოტივით, რომ ქალს ჭკუა არ

აქვს და არცმოეთხოვება.

სოფელში ხომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ყოფდნენ მამაკეცების და ქალების სუფრას ერთმანეთისგან: “როდის ყოფილა აქამომდე დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პურიო“

ქალები საქართველოდან დღემდე იბრძვიან გენდერული ბალანსის მისაღწევად, მაგრამ ეკლესიის ასევე რადიკალი წარმომადგენლები დღემდე აქციებს უწყობენ ისეთი უშინაარსო ლოზუნგებით, როგორიცაა “არა გენდერს სკოლაში“ და სხვანი

სუფრებზე, რაც რელობის კონტრასტს წარმოადგენს, ყველაფერი სხვაგვარად ჟღერს: ქალი კულტია, ქალი დედაა, ქალი დედოფალია, ქალი მუზაა, ქალი სიცოცხლის წყაროა.

საქართველოში ქალებს ხშირად მუცელში კლავენ, ბიჭი სურდათ და იმიტომ, ბიჭი რომ იბადება თოფს ისვრიან, თუ გოგო -არა.



ამდენად, ქალები საქართველოდან ერთი საკმაოდ მძიმე, რეალური ფილმის პერსონაჟები არიან და ამ დრამაში საკუთარი ერის დაბადების დღიდან ცხოვრობენ.



16
200
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
200
  
ნინო გაიხარე! ჭკვიანი გოგო ხარ აშკარად! დაილოცე! დასტურ 500%!
2017, 6 აგვისტო, 13:48
ჩემი გამოცდილება სხვანაირია და არ ვიცი , ვერ დაგეთანხმეებით . ეგ უფრო მასწავლებლის ავტორიტეტზეა დამოკიდებული, ბავშვები ისე იქცევიან , როგორც მასწავლებელი მიაჩვევს . სქესი არა შუაშია
2017, 6 აგვისტო, 13:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ბაისონაშვილი-ის კომენტარზე
2017, 6 აგვისტო, 13:24
ამ კომენტარით კი კარგად გამაცინე :) კარგი ქალიც და კაციც ყველა მოვალეობას ართმევს თავს . რა ბავშვებს დაუღრიალებს , დაღრიალებულ -ნაცემი ბავშვი რა გამოვა. გიფიქრია ?
2017, 6 აგვისტო, 13:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ბაისონაშვილი-ის კომენტარზე
2017, 6 აგვისტო, 13:16
,,ქალი სახლში,, ? ანუ თქვენ იმასაც გამორიცხავთ რომ ქალს მეტი უანრი და პოტენციალი ქონდეს ? თუ ჩანასახშივე უნდა მოუსპო , აუკრძალო განვითარება და სწორედაც რომ მხევლად დასვა ?
2017, 6 აგვისტო, 13:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ბაისონაშვილი-ის კომენტარზე
2017, 6 აგვისტო, 13:09
ქალები ვიცი , ყველაფერზე მუშაობენ , თოხნა-ბარვა ხომ მაგათთვის მძიმე სამუშაოც არაა. მერე რამდენი ქალია რომ მუშაობს და ქმარ-შვილს არჩენს ? ასეც რონმ არ იყოს , მეტი ფიზიკური ძალის ქონა უთანასწორობის საფუძველს არ იძლევა
2017, 6 აგვისტო, 13:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ბაისონაშვილი-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10