x
image
ვიზა კოხაძე
როგორ დავიკლოთ წონაში ხილის დიეტით, რომელიც "მელანია ტრამპის დიეტითაა" ცნობილი

imageამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი დაინტერესებულ საზოგადოებას საიდუმლოს უმხელს და ხილის დიეტას სთავაზობს წონაში დაკლების მიზნით, რომელსაც პირველი ლედი "ჯანმრთელ კვებას" უწოდებს.მშობიარობის შემდეგ მელანია ტრამპმა ხილის დიეტით სამ კვირაში იმაზე უფრო სასურველი შედეგი მიიღო, ვიდრე თავად წარმოედგინა. აი, რას აცხადებს ის ერთ - ერთ ინტერვიუში სხეულის ფორმების შენარჩუნებასთან დაკავშირებით: - " ვფიქრობდი, რომ საკუთარ სხეულს ვეღარასოდეს დავიბრუნებდი, რაც ძალიან მაშინებდა. ორსულობის მეცხრე თვეში კატასტროფულად მოვიმატე და 23 კილოთი მეტი გავხდი. მაგრამ ცნობილმა დიეტოლოგებმა მშობიარობის შემდეგ სასწრაფოდ იზრუნეს ჩემს ფიგურაზე და დღეს ესა ვარ - ანუ ხილის დიეტის სრული დაცვით სამ კვირაში შევძელი შეუძლებელი... მე შემიძლია გემრიელი საჭმელებით სავსე სუფრაზე ვიჯდე და მხოლოდ ხილი ან უშაქრო ჩაი ან ყავა მივირთვა...".imageimage

რომელი ხილია სასურველი ამ დროს: - ვაშლი, მსხალი, გრეიფუტი, ფორთოხალი, ანანასი, ატამი, საზამთრო - ეს ხილი მხოლოდ ცოცხალი უნდა მივირთვათ და არა დაკონსერვებული ან ჩაშუშული ან კიდევ ჩირის სახით.დიეტის პერიოდში შეიძლება გამოვიყენოთ ლიმონიანი წყალი, ცივი ან ცხელი.დიეტის პერიოდში ანუ სამი კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ - ოთხჯერ მიირთვით ზემოთ ჩამოთვლილი ხილის ულუფა.ხილი უნდა იყოს აუცილებლად მწიფე. თუ დიეტის დაცვა ზამთარში გიწევთ, მაშინ შესაძლოა ჩამოთვლილი ხილის ჩირის მიღება, რომელიც ადუღებულ წყალში უნდა იყოს დამბალი.ის, ვინც წონაში ადვილად იკლებს და ვინც დიეტის გარეშეც მშვენიერ ფორმაშია, მათთვისაც სასარგებლოდ თვლის მელანია ხილის დიეტის დაცვას სხეულის შლაგებისგან გათავისუფლების მიზნით.image

საგულისხმოა ამ დიეტაში კიდევ ერთი ფაქტორი; - ვისთვისაც ხილის დიეტა რთულია, მას ურჩევენ, რომ ლიმონიან წყალთან ერთად თაფლიანი წყალიც მიირთვან დღის განმავლობაში 2 - 3 ჭიქა, ასევე შეიძლება ცივი რძეც დავლიოთ მთელი დღის განმავლობაში.image

0
395
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0