x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მსოფლიოს საუკეთესო კურორტები. 2017 წლის Top-რეიტინგი
აქტიურ ტურისტებს, მსოფლიოს ბევრი კუთხის მონახულების შემდეგ, სურვილი უჩნდებათ ეწვევიონ მათგან საუკეთესოებს. ფინანსური შესაძლებლობები ყველას ერთნაირი არა აქვთ, ამიტომ ისინი, ვინც ფინანსებში შეზღუდული არიან, ცდილობენ ცოტა ხნით მაინც აღმოჩნდნენ კურორტზე. ეჭვგარეშეა, რომ ის მოგზაურები, რომლებიც საკუთარ თავს არაფერზე არ ეუბნებიან უარს, შეძლებენ ყველაზე ძვირადღირებული ოტელებით ისარგებლონ, მაღალი კლასის მომსახურე პერსონალით და ძვირადღირებული თანდართული მომსახურებებით. ასეთი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომია მსოფლიოს საუკეთესო კურორტები. 2017 წლის Top - რეიტინგი უკავია პლანეტა დედამიწის ექვს ყველაზე წარმოუდგენელი სილამაზის კუთხეს.

მსოფლიოს გასაგიჟებელი ლასის კურორტების რეიტინგი 2017

ვნახოთ, რომელი კურორტები მოხვდნენ ყველაზე გასაგიჟებელი დონის Top-ექვსეულში, რაც ნიშნავს - საუკეთესოებს.


1. პირველი ადგილი ამ რეიტინგში დამსახურებულად მიეკუთვნა მალდივებს, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით "ბაუნტი"-ს გახმაურებული რეკლამიდან. თოვლივით თეთრი, კრემისებრი ქვიშრობები განფენილია მირიად ქვიშის ნაწილაკებად, წარმოქმნიან აბრეშუმისებრ ხალიჩას ფეხებქვეშ. ოქროს ქვიშა მდორედ ებჯინება ლურჯ-კრემისფერ ზღვას. ასეთ წუთებში გინდება უბრალოდ წამოწვე სანაპიროზე და დაივიწყო ამ ქვეყნად ყველაფერი! ქოქოსის პალმების და კამკამა წყლის გარემოცვაში შესაძლებელია დააგემოვნო ეგზოტიკური კერძები, რომელებიც წარმოადგენენ ინდური და არაბული სამზარეულოების ნაზავს. სწორედ რომ ამ კერძების მკვეთრ გემოში გამოვლინდება ეროვნული კოლორიტი. მალდივები ყოველწლიურად რჩება პლანეტის საუკეთესო კურორტების Top-ში.

ლაჟვარდოვანი ოკეანე, თოვლივით ქათქათა ქვიშა და ფართოფოთლოვანი პალმის ხეები მოიზიდავენ ნებისმიერი ეროვნების ტურისტებს. კუნძულებზე შეიძლება თავდავიწყებას მიეცეთ და უბრალოდ დაისვენოთ ქალაქის ფუსფუსისაგან, გიჟური ყოველდღიური სამუშაო დღეებისაგან და ა.შ. აქ თქვენ შეგიძლიათ მისდიოთ დაივინგს, რადგანაც მარჯნის რიფები და უნიკალური ზღვის
სამყარო გულგრილს არ დატოვებს ნებისმიერ ჩამომსვლელს.

image


2. იბიცა. მზის სხივი, როგორც ანგელოზი ჩამოვიდა განთიადის ციდან გასაოცარი ზღვის ზედაპირზე, განათებს კიდევ თქვენც, რაც აძლევს თქვენ ლამაზ სხეულს შოკოლადის რუჯს.



იბიცა - ხმელთაშუა ზღვის კუნძული ესპანეთში, რომელიც ირიცხება ბალეარის არქიპელაგის შემადგენლობაში. იბიცა - "ჭინკას კუნძული", ჭინკა - ეს ხომ გართობების ღმერთია. ბევრისათვის იბიცა ასოცირდება განსაკუთრებით ხმაურიან, მგზნებარე დისკოთეკებთან, თვალისმომჭრელ დახუნძლულ გართობასთან. აქ შეგიძლიათ თავბრუსდახვევამდე ცეკვა, ქეიფი დილამდე შეუწყვტლად. აქ ყოველთვის არსებობს თავისუფლების დაუჯერებელი ატმოსფერო, დაუსრულებელი მხიარულება და მშფოთვარე ღამის ცხოვრება. მათ, ვისაც იტაცებს სასიამოვნო ემოციები, გზა - იბიცასკენ აქვს.

image


3. მესამე საფეხურზე მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო კურორტების - თავს იწონებს კუნძული ბორა-ბორა. მომხიბვლელი ადგილი გარშემორტყმულია პატარ-პატარა კუნძულებით და მარჯნის რიფებით.
კუნძულის ტერიტორიაზე არსებობს სამი ვულკანი. ჩამოსულთა დასვენება მოიცავს პიკნიკებს პატარ-პატარა კუნძულებზე, რომლებსაც ეწოდებათ მოტუ, სადაც სტუმრებს კომპანიას უწევენ მრავალი ადგილობრივი მცხოვრებლები. კურორტზე შეიძლება მისდიოთ დაივინგს, სერფინგს და საიალქნო სპორტს. ეს ადგილი ბრწყინავს ჯადოსნური სილამაზით და ქმნის რომანტიულ ატმოსფეროს. უკეთესი რელაქსი მსოფლიოში არ არსებობს.
image
4. მეოთხე პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო კურორტების განთავსდა ტაილანდი, პატტაია. ის პოპულარულია გართობების დიდი არჩევანის გამო. მთელ მსოფლიოში ეს ადგილი აღიარებულია საუკეთესო ადგილად ოჯახური დასვენებისთვის. თუმცა აქ ღამის დადგომისას კურორტი მზად არის შემოგთავაზოთ მრავალი სახის ინტიმური-გასართობი.

image
5. მეხუთე ადგილზეა ბალი - ყველაზე პოპულარული კურორტი ინდონეზიაში. ძალიან კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის წყალობით ამ ადგილზე ყოველი ჩამოსული თავს გრძნობს ძალიან კომფორტულად. დიდებული ტაძრები, უკიდეგანო პლაჟები და ტროპიკული ტყეები - აქ სწორედ რომ არსებობს ის, რომ რაიმე დაათვალიერო.

image


6. და ბოლოს, საპატიო მეექვსე ადგილს მსოფლიოს საუკეთესო კურორტებს შორის ღირსეულად იკავებს კურორტი გოია ინდოეთში. ეს არის კონტრასტების ტერიტორია. კურორტი იყოფა ორ ნაწილად: სამხრეთად და ჩრდილოეთად. გოიას პირველი ნაწილი ხელმისაწვდომია ფინანსურად შეძლებული ტურისტებისათვის, ხოლო მეორე - ახალგაზრდა ტურისტებისათვის ევროპიდან და ამერიკიდან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ახალგაზრდებმა გაუთქვეს სახელი კურორტ გოიას.

0
74
4-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0