x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გახსოვთ იგი? აი, როგორ ცხოვრობს ლეგენდარული კორადო კატანი დღეს...
image


ალბათ ყველას, ვისაც კი 80-იან წლებში მოუწია ცხოვრება, ახსოვს ლეგენდარული იტალიური სერიალი - "რვაფეხა", რომელმაც იმ დროს ეკრანებს მიაჯაჭვა როგორც საქართველოს, ასევე ბევრი სხვა ქვეყნის მაყურებელი და განგსტერთა გარჩევებისა და კრიმინალის უმოწყალო გარემოს აზიარა.


მძაფრსიუჟეტიან სერიალში სამართალდამცავებსა და მაფიოზური დაჯგუფებების ავტორიტეტებს შორის დაუნდობელი ბრძოლაა ნაჩვენები, რომლის ცენტრშიც შეურიგებელი კომისარი - კორადო კატანი დგას.


image



მაყურებლის წინაშე "რვაფეხა" პირველად 1984 წელს წარდგა. წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ აღნიშნული პროექტი პოპულრობას დღემდე ინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, ბევრისთვის ალბათ საინტერესოა, როგორია სამართლიანობისათვის ლეგენდარული მებრძოლის როლის შემსრულებლის, მიქელე პლაჩიდოს ცხოვრება დღეს.


image


აღნიშნულ სერიალში გადაღებების დაწყების დროს მიქელე 37 წლის იყო. "რვაფეხამდე" იგი არ ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული მსახიობი, მაგრამ კატანის როლი მისი წარმატებისთვის ნამდვილ ოქროს გასაღებად იქცა. დღეს ძნელად თუ იპოვი ერთ ადამიანსაც კი, რომელსაც მაფიოზებთან მებროლი, შეურიგებელი კორადო კატანის შესახებ არ სმენოდეს. ყველაზე დიდი პოპულარობა "რვაფეხას" ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხვდა წილად. აღნიშნული როლის შესრულების შემდეგ პლაჩიდომ მილიონობით ქალბატონის გული მოიგო.


image

მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკრანებზე სერიალის მე-4 სეზონი გამოვიდა, მიქელემ გადაწყვიტა პროექტის დატოვება და მთლიანად თეატრალურ მოღვაწეობაზე გადაერთო. აქედან გამომდინარე, სცენარის ავტორები იძულებული გახდნენ მოეკლათ კომისარი კატანი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, მაფიის მზაკვრულ ტყვიას ემსხვერპლა.


image
წელს, 19 მაისს, პლაჩიდო 71 წლის გახდა. მას არ მიუტოვებია კინოში გადაღება, მაგრამ წარმატება, რომელსაც "რვაფეხაში" მიაღწია, სხვა ფილმებში აღარ გამეორებულა. ერთ-ერთ ინტერვიუში მიქელე ყვებოდა, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც ჩავიდოდა, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ესალმებოდნენ, როგორც კომისარ კატანის.


image
სხვათა შორის, ხუთი წლის წინ, 2012 წელს, ლეგენდარულმა მსახიობმა მესამედ იქორწინა.


image


ამჯერად მისი რჩეული მასზე 37 წლით ახალგაზრდა ქალბატონი, მსახიობი ფედერიკა ვინშენტია, რომელთანაც მიქელე ჯერ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ჯვრისწერა, რაც მათი ვაჟი 6 წლის გახდა. ჯვრისწერის ცერემონიალი გაიმართა ქალაქ ჩისერინოს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ძველებურ მონასტერში.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არასოდეს იცინოდა ყველასათვის საყვარელი კომიკოსი - ის, რაც მკრტჩიანზე ბევრმა არ იცის!

image


2. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორია

image


3. რატომ მოიკლა თავი კატნერმა? - ის, რაც "ჰაუსის" მაყურებლებმა არ იციან

image


4. რას მალავდა შტირლიცის "მამა"? - ის, რასაც სსრკ-ში ბევრი ვერ ბედავდა...

image


5. როგორ იღებდნენ "ბრილიანტის ხელის" ყველაზე პიკანტურ სცენას და რა ეწყინა მსახიობს

image


კიდევ ბევრი სხვა საინტერესო სტატიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.












1
19415
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
19415
  
2018, 13 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1