x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რომელი ორგანოს უნდა უმკურნალოთ,როცა წელი ან მუცელი გტკივათ
ხშირად, როცა დისკომფორტს ვგრძნობთ, ვცდილობთ მივხვდეთ რითაა გამოწვეული, ხშირად ტკივილს გადაცემა ახასიათებს და ამან შესაძლოა შეცდომაშიც შეგვიყვანოს. ამ ორგანოებს, ტკივილის შემდეგნაირად გამოხატვა ახასიათებთ.


image

გული

ტკივილი თითქოს მკერდს აწვება, ზოგჯერ მარცხენა ხელზე, ბეჭსა და ყელის ნაწილზეც გადაიცემა.



თირკმელები

თირკმელების ტკივილი შესაძლოა წელის ტკივილშიც აგერიოთ.თირკმელების ტკივილის დროს, ტკივილი თითქოს უფრო სიღრმიდან მოდის და ნეკნების ქვეშ ლოკალიზდება.


წვრილი ნაწლავი

ახასიათებს ტკივილი ჭიპის მიდამოში.თუ მოხრა და მოძრაობაც გიჭირთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


მსხვილი ნაწლავი

ტკივილი მუცლის ქვედა, მარჯვენა მხარეს. მსხვილი ნაწლავის პრობლემებს კოლიტიც ახლავს.


ფილტვები

თავად ფილტვებში ნერვული დაბოლოებები არაა, მაგრამ მათთან დაკავშირებული პრობლემები გულმკერდის არეში ტკივილით და ხველით ან გაძნელებული სუნთქვით გამოიხატება.


აპენდიქსი

ტკივილმა შესაძლოა მთელი მუცელი ან მისი ქვედა ნაწილი მოიცვას. ტკივილი მარჯვენა ფეხსაც გადაეცემა ხოლმე და შესაძლოა გულისრევა ან მაღალი ტემპერატურაც ახლდეს.


კუჭი

კუჭის პრობლემები ნეკნებს შუა მუცლის ტკივილს იწვევენ. ტკივილი შესაძლოა იგივე დონეზე, ზურგზეც აღმოცენდეს.


ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი

ახასიათებს ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში. ტკივილი შესაძლოა ზურგის იგივე დონეზეც გავრცელდეს.

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0